აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი: მომავალი თანამშრომლობა რეალური სარგებლისთვის

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი: მომავალი თანამშრომლობა რეალური სარგებლისთვის

აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) მე-5 სამიტი გაიმართება ბრიუსელში პარასკევს, 24 ნოემბერს. სამიტზე მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები. განსახილველ პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობების გაუმჯობესება.

ლიდერები იმსჯელებენ მომავალ თანამშრომლობაზე და ასევე გააანალიზებენ 2015 წელს რიგაში ჩატარებული ბოლო სამიტის შემდეგ მიღწეულ შედეგებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საგრძნობი სარგებლის მიღების განხილვას.

სამიტზე იმსჯელებენ თანამშრომლობის მომავალ გაღრმავებაზე რიგაში შეთანხმებული ოთხი ასპექტის მხრივ:

  • უფრო ძლიერი ეკონომიკა : ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები
  • უფრო ძლიერი მმართველობა: ინსტიტუტების გაძლიერება და ეფექტური მმართველობა
  • უფრო ძლიერი კავშირები: კავშირების გაღრმავება, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში
  • უფრო ძლიერი საზოგადოება: მზარდი მობილურობა და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარება

ამ ოთხი ასპექტის მხრივ 2020 წლისთვის ევროკავშირმა განსაზღვრა 20 შედეგი, რომელიც გაფორმდა სამუშაო დოკუმენტში სახელწოდებით „აღმოსავლეთის პარტნიორობა – ძირითად პრიორიტეტებსა და შედეგებზე ფოკუსირება“. ანგარიში პირველად წარდგენილი იქნა 2016 წლის დეკემბერში და 2017 წლის ივნისში განახლდა.

2020 წლისთვის 20 შედეგის მისაღწევად ევროკავშირი ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და საბაზრო შესაძლებლობების ზრდას შემდეგ სფეროებში დახმარების გაწევის გზით:

  • დივერსიფიცირებული და ძლიერი ეკონომიკის შექმნა, ახალ სექტორებში სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა;

  • მაკროეკონომიკური სტაბილურობა;

  • გარდამავალი ეკონომიკური პროცესის სტიმულირება მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესაბამისი დონის პლატფორმის შექმნის მიზნით, ასევე პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაუმჯობესება ევროკავშირთან და ერთმანეთთან ვაჭრობის უპირატესობებით სარგებლობისთვის.

აღმოსავლეთის პარტნიორობა დაარსდა 2009 წელს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის. ეს ქვეყნებია სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. 

ევროკავშირი, EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ახორციელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას, მუშაობს ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოფს პროფესიულ კონსულტაციებსა და დაფინანსებაზე წვდომის გაუმჯობესებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. ინიციატივა მიმართულია რეგიონში მცირე და საშუალო საწარმოების უზარმაზარი პოტენციალის გამოყენებაზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე