ევრობანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდი აღნიშნავს 15 წლის საქმიანობას საქართველოში

საქართველო
ევრობანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდი აღნიშნავს 15 წლის საქმიანობას საქართველოში

2003 წლიდან დღემდე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე ბიზნესის საკონსულტაციო გუნდმა განახორციელა 1,150-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესთან ერთად. პროექტების დაახლოებით ნახევარი განხორციელდა დედაქალაქის გარეთ, პროექტების 1/5 განხორციელელდა იმ კომპანიებთან, რომელთაც ქალი მეწარმეები მართავენ.

ევრობანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდი აკავშირებს ადგილობრივ კონსულტანტებთან და საერთაშორისო მრჩევლებთან მცირე და საშუალო მეწარმეებს ისეთი ინდუსტრიებიდან, როგორიცაა  კვების პროდუქტების წარმოება, საცალო და საბითუმო დისტრიბუცია, სამშენებლო და საინჟინრო საქმიანობა და სხვა.

 მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც სარგებლობს მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდის სერვისებით, აქვთ წვდომა ცოდნასა და ნოუ ჰაუსთან, რაც  ხელი უწყობს მათი ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ახალი ბიზნეს გარემოსთან ადაპტაციას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ საწარმოებს, რომელთაც სურთ დანერგონ სურსათის და ჰიგიენის ახალი სტანდარტები, გააუმჯობესონ ექსპორტის პოტენციალი და სრულად ისარგებლონ იმ სარგებელით, რაც თან ერთვის თავისუფალ ვაჭრობას მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო ბლოკთან-ევროკავშირთან.

"ცოდნასთან და ექსპერტიზასთან წვდომა არის წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ჩვენ არაერთ საწარმოსთან ვთანამშრომლობთ და მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, მოვიდნენ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, დანერგონ ეფექტური და ინოვაციური სისტემები, გაზარდონ კონკურენტუნარიანობა, " ამბობს სევერიან ღვინეფაძე, ევრობანკის მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისა და განვითარების გუნდის ხელმძღვანელი.

ამჟამად ევრობანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების პროგრამას საგრანტო დაფინანსებით მხარს უჭერს ევროკავშირი  EU4Business ინიციატივის ფარგლებში,გარდამავალი ქვეყნების ფონდი**, შვედეთი და ევრობანკის  აქციონერთა სპეციალური ფონდი.

"ვულოცავთ ჩვენს პარტნიორს ევრობანკს მცირე ბიზნესის კონსულტაციების სფეროში 15 წლიანი წარმატებული საქმიანობის დაბადების დღეს. ამ გუნდის საქმიანობის დახმარებით, ჩვენ მხარი დავუჭირეთ მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, გაეზარდათ კონკურენტუნარიონობა, დაემყარებინათ უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ევროპელ პარტნიორებთან, განევითარებინათ და გაეთანამედროვებინათ საკუთარი საწარმოები. ევრობანკი არის ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა საქმიანობას, რაც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”, განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის  თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა.

"ჩემმა კომპანიამ ისარგებლა კონსულტაციებით მცირე ბიზნესისათვის მარკეტინგის მიმართულებით. ადგილობრივი კონსულტანტის დახმარებით, შევქმენით ახალი ვებ-გვერდი, რომელიც მეხმარება ახალი კლიენტების მოძიებაში უცხოეთიდან, მაგალითად, გავაფორმე სამწლიანი კონტრაქტი ჩემი ღვინის აზერბაიჯანში გატანის თაობაზე, 50,000 ბოთლი წელიწადში, ამბობს მანანა ახვლედიანი კომპანია Madam Wine-ის მფლობელი. 

*პროგრამის დაწყებიდან, მას აფინანსებენ ევროკავშირი, ევროკავშირის, EBRD -ის გარდამავალი ქვეყნების ფონდის,  EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდისკანადაშიშვედეთის და ტაივანი-EBRD-ის თანამშრომლობის ფონდი. l

**გარდამავალი ქვეყნების ფონდის დონორები არიან კანადა, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, იაპონია, კორეა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაიპეი ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე