პროკრედიტ ბანკი EBRD-ის, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით ქალ მეწარმეებს დააფინანსებს

საქართველო
პროკრედიტ ბანკი EBRD-ის, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით ქალ მეწარმეებს დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით გასცემს სესხს, რომლითაც საქართველოში ქალების მიერ მართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები ისარგებლებენ.  

EBRD-ის დიდი ხნის პარტნიორისთვის, პროკრედიტ ბანკისთვის გაცემული 8 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი ქალების მფლობელობაში არსებული საწარმოების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პროკრედიტ ბანკი გენდერზე ფოკუსირებულ დაფინანსებას გასცემს. ამ ნაბიჯით ის უერთდება EBRD-ის მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით,  ქალებს ფინანსებზე, საკონსულტაციო სერვისებსა და ტრენინგებზე უმარტივებს წვდომას.

ევროკავშირი ქალი მეწარმეებისთვის გაცემულ სესხს თავისი საგარანტიო პროგრამის, „მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი პლუსი“ (EFSD+), ფარგლებში უჭერს მხარს.

ქვეყნებში, სადაც EBRD ინვესტიციებს დებს, ქალების მიერ მართული საწარმოები ხშირად მეტად რისკიან სეგმენტად აღიქმება მათი მცირე ზომისა და ხელშესახები ქონების ნაკლებობის გამო, ვკითხულობთ EBRD-ის პრესრელიზში. ახალი საკრედიტო ხაზით ქალი მეწარმეები ისარგებლებენ გადანაწილებული რისკის პრინციპით, რაც მეტ ქალ მეწარმეს მისცემს საშუალებას, დააკმაყოფილოს მოთხოვნები და მიიღოს დაფინანსება.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე