EU, EBRD და შვედეთი ხელს უწყობენ ქალთა მეწარმეობას საქართველოში

საქართველო
EU, EBRD და შვედეთი ხელს უწყობენ ქალთა მეწარმეობას საქართველოში

ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და შვედეთთან ერთად, TBC ბანკის საშუალებით, უზრუნველყოფს ახალ დაფინანსებას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.

EBRD-ის მიერ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისთვის გამოყოფილი სესხი, 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, დააფინანსებს დედაქალაქის გარეთ მოქმედ კომპანიებს. მსესხებლები თანხის მიღებას შეძლებენ ლარში ან აშშ დოლარში.

სესხი EBRD-ის „ქალები ბიზნესში“ (WiB) პროგრამის ნაწილია, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის და შვედეთის მიერ. WiB-ის მიზანია, გაზარდოს ქალების წვდომა დაფინანსებაზე და მეწარმეობაზე, სესხებისა და ბიზნეს კონსულტაციის უზრუნველყოფის გზით. პროგრამის ფარგლებში, ქალი მეწარმეები, აგრეთვე, ისარგებლებენ საკონსულტაციო სერვისებით, მენტორინგით და ტრენინგებით.

TBC ბანკი WiB პროგრამას წარმატებით შეუერთდა 2017 წელს, 20 მილიონი აშშ დოლარის სესხით, რომელიც ამჟამად სრულად არის ათვისებული.

2016-2021 წლებში, საქართველოში დაახლოებით 2,500-მა საწარმომ, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, მიიღო სესხები ორი ადგილობრივი ბანკისგან, WiB პროგრამის საშუალებით. ყოველი ოთხი სესხიდან ერთი მიიღეს მსესხებლებმა, რომელთაც პირველად აიღეს სესხი და სტარტაპებმა. მათთვის, როგორც წესი, უფრო მეტად რთულია საწყისი დაფინანსების მიღება.

იმავე პერიოდში, იმ კლიენტთა 54%-ში, რომელთაც WiB-ს საკონსულტაციო დახმარების პროექტით ისარგებლეს, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, 68%-ში გაიზარდა გაყიდვების მოცულობა, ხოლო 59%-მა გააუმჯობესა პროდუქტიულობა.

ევროკავშირი იმ საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, სესხებს დამატებით მხარს უჭერს EFSD+ (ევროპის ფონდი მდგრადი განვითარებისთვის) საგარანტიო პროგრამის საშუალებით. EFSD+ ფინანსური ინკლუზიის პროგრამა შექმნილია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გასაძლიერებლად, მათი კონკურენტულობისა და ზრდის ხელშეწყობისთვის. მყარი ფინანსური ინსტრუმენტებისა და კონსულტაციის უზრუნველყოფის გზით, ეს პროგრამა მიზნად ისახავს, წაახალისოს შუამავლები, ახალი სესხები მიმართონ იმ ბიზნესებისკენ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

ფინანსური ინსტიტუტების მიმართულებით EBRD-ის მმართველმა დირექტორმა ფრანსის მალიჟმა განაცხადა: ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკა EBRD-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება, ხოლო ქალი მეწარმეები საქართველოს ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. იმედი გვაქვს, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეების რეალიზებას უფრო მეტი ქალის მიერ. ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ TBC ბანკს, ევროკავშირს, შვედეთს, ხანგრძლივი პარტნიორობისთვის.“

აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური აღმშენებლობის მიმართულებით ევროკავშირის დირექტორმა, ლორენს მერედითმა განაცხადა: ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ფინანსურ ინსტრუმენტებსა და ტექნიკურ დახმარებას შორის სინერგია - ჩვენი EFSD+ გარანტიებისა დაქალები ბიზნესშიპროგრამის საშუალებით - გარდამტეხ როლს შეასრულებს დაფინანსების გაზრდაში, იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საქართველოში, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. ეს უნიკალური ინიციატივა განამტკიცებს ევროკავშირის არსებულ მხარდაჭერას ქალი მეწარმეებისთვის და გენდერულ თანასწორობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ საქართველოში ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შემდგომი ეტაპები.“

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე