ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების განსახილველად

საქართველო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების განსახილველად

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი საქართველოს 5 და 6 სექტემბერს სტუმრობდა, რათა განეხილა ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის შემდგომი გაძლიერების გზები.

სერ სუმა შეხვდა პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს და სტუმარი იყო ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 2015 წლის მაისში შექმნილ პლატფორმას საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისთვის.

ინვესტორთა საბჭომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში, კერძო სექტორის განვითარებაში და კარგი მმართველობის ხელშეწყობაში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების

ბანკი 2017 წელს საქართველოში 250 მილიონი ევროს ინვესტირებას განახორციელებს 

„იგრძნობოდა ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა სერ სუმა შეხვედრების შესახებ. „ეს ასევე დასტურდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციების მაღალი მოცულობით. უკვე ახლა ქვეყანა არის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით და რეკორდული 2016 წლის შემდეგ, დაახლოებით 250 მილიონი ევროს ახალი ინვესტიციით, ჩვენ წელს უფრო მაღალი შედეგისკენ მივდივართ“.

2016 წლის დეკემბერში ქვეყნის სტრატეგიაში განსაზღვრული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრიორიტეტები საქართველოში შემდეგია:

  • კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა
  • ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება
  • ადგილობრივი კომპანიების რეგიონალური გაფართოება.

ბანკი, რომელმაც დღესდღეობით საქართველოში 2,8 მილიარდი ევროს ინვესტირება განახორციელა, არის EU4Business-ის პროგრამების განმახორციელებელი ძირითადი პარტნიორი და ის ევროკავშირთან ერთობლივად აფინანსებს პროგრამებს აღმოსავლეთის პარტნიორობისAnchor ექვს ქვეყანაში.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე