You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

17 მაისს „ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ (EFSE) საქართველოში თავის ახალ პარტნიორს, კრედო ბანკს ადგილობრივ ვალუტაში 10 მილიონი დოლარის საპირწონე სესხი გამოუყო. თანხა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მეწარმეებზე კრედიტთა გაცემას მოხმარდება. ადგილობრივ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წვდომის გაუმჯობესებით მიკრო და მცირე საწარმოებს შემოსავლის მიღება და ბიზნესის განვითარება COVID-19-ის პანდემიის პერიოდშიც შეუფერხებლად შეეძლებათ.

კრედო ბანკი ლიდერია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების — მათ შორის,  ფერმერების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების — მიზნობრივი ბიზნეს-დაფინანსების სფეროში. ბანკს  ქვეყანაში ფილიალების ფართო ქსელი აქვს და აღნიშნულ სეგმენტზე სტრატეგიული ორიენტაციით გამოირჩევა. სწორედ ამ მიზეზთა გამო ის EFSE-სთვის ოპტიმალურ შუამავალს წარმოადგენს. ამ გზით ფონდი შეძლებს, სოციალური ინვესტიციებით უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის ის მეწარმეები, რომელთათვისაც ფორმალურ საბანკო სექტორთან წვდომა სირთულეებთანაა დაკავშირებული.

„საქართველოს სასოფლო რეგიონებში მიკრო და მცირე საწარმოებზე — განსაკუთრებით, ფერმერებზე — დასაქმების და მიღებული საერთო შემოსავლის ორი მესამედი მოდის. ამდენად, მათი ფინანსური სიჯანსაღე პირდაპირაა დაკავშირებული ზოგადი ეკონომიკის სტაბილურობასთან“,  — განაცხადა EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარემ, კლაუს მიულერმა, —  “EFSE მოხარულია, რომ კრედო ბანკთან თანამშრომლობს, რათა მცირე ბიზნესს გაცვლითი კურსის მერყეობასთან დაკავშირებულ რისკზე ღელვის გარეშე ჰქონდეს წვდომა საჭირო რესურსებზე“. 

EFSE თავის პარტნიორებს ადგილობრივ ვალუტაში გაცემული სესხებით ევროკომისიის ინიციატივის, EU4Business-ისა  და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დახმარებით უზრუნველყოფს.

უახლესი ამბები
ge
30.10.2023
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Environment ეგიდით „რესურსეფექტიანი და სუფთა წარმოების“ (RECP) შესახებ მიმდინარე აქტივობების ფარგლებში, UNIDO ორგანიზებას უწევს ეეროვნულ კონფერენციას, სახელწოდებით: „რესურსეფექტიანობა გახდება საქართველოში ბიზნესის წარმატების საწინდარი?“. ეროვნულ დონეზე ღონისძიების პარტნიორია „ენერგოეფექტურობის ცენტრი“ (EEC).
ge
19.09.2023
ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და შვედეთთან ერთად, TBC ბანკის საშუალებით, უზრუნველყოფს ახალ დაფინანსებას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.
am az ge md ua
17.10.2022
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სათანადო პირობების არმქონე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას აძლიერებენ. სამიზნე ქვეყნებს შორის არიან აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე