You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) თავის დიდი ხნის პარტნიორ ორგანიზაციას, თიბისი ბანკს სესხს გამოუყოფს. თანხის ოდენობა 10 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში. ეს სესხი, თავის მხრივ, გაიცემა მცირე და საშუალო საწარმოებზე და მისი მეშვეობით დაფინანსდება საქართველოში ხშირად უგულებელყოფილი ისეთი ჯგუფები, როგორებიცაა სასოფლო ბიზნესის მფლობელები, მეწარმე ქალები და ახალგაზრდა მეწარმეები.  

„ყურადღებას მოკლებული ჯგუფებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია EFSE-სთვის. თიბისი ბანკი კი იმის შესანიშნავი მაგალითია, თუ რამდენის მიღწევაა შესაძლებელი მიკრო დონეზე, რასაც შემდეგ მთლიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის მოაქვს სარგებელი“, — აღნიშნა EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარემ, კლაუს მიულერმა.

თიბისი ბანკი საქართველოს უდიდესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელზეც ქვეყნის საბანკო სექტორის აქტივების 39% მოდის. ის EFSE-ს პარტნიორი 2015 წლის დეკემბერში გახდა.  

უახლესი ამბები
ge
16.05.2022
ევროკავშირმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყეს.
ge
22.03.2022
ევროკავშირი და გერმანია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, GIZ-თან და UNDP-თან თანამშრომლობით, ხელს უწყობენ დეცენტრალიზებულ მმართველობას, სოციალურ თანასწორობასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას
ge
21.03.2022
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) განაცხადეს, რომ საქართველოში რვა მუნიციპალიტეტი მიიღებს მიზნობრივ მხარდაჭერას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერების ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე