EFSE აქვეყნებს გავლენის ანგარიშს, რომელიც ხაზს უსვამს მცირე ბიზნესის მხარდაჭერას

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
EFSE აქვეყნებს გავლენის ანგარიშს, რომელიც ხაზს უსვამს მცირე ბიზნესის მხარდაჭერას

ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (EFSE) გამოაქვეყნა გავლენის ანგარიში დღეს, რომელიც ასახავს ფონდის წარმატებებს მეწარმეების, როგორც მიკრო და მცირე საწარმოების წამყვანი რგოლის მხარდაჭერის კუთხით, რომელიც წამოადგენს ფონდის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ ხერხემალს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE) მიზნად ისახავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ევროპის აღმოსავლეთ მეზობელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსების გზით, რომელიც წარმოადგენს EU4Business ინიციატივის შემადგენელ ნაწილს – დამატებითი დაფინანსება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის და კერძო პირებისთვის, კვალიფიციური ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.

მისი ბოლო ანგარიში, ‘ხარვეზების კორექცია’, ასახავს იმ მნიშნველოვან როლს, როცა ის არა მხოლოდ ხელს უწყობს არსებულ მცირე და საშუალო საწარმოების მტკიცე და ჯანსაღი ფინანსური გარემოს ჩამოყალიბებას, არამედ როცა იგი აკავშირებს დამწყებ მეწარმეებს შესაბამის რესურსებთან და უზრუნველყოფს იმ მხარდაჭერას, რომელიც საჭიროა ბრწყინვალე იდეების გადასაქცევად წარმატებულ ახალ ბიზნესად. ბილიკები დაიგო ინვესტორებსა და დამწყებ მეწარმეებს, ადგილობრივ ბაზრებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, ინოვაციურ მეწარმეებსა და გამოცდილ მენტორებს შორის, ისევე როგორც თავად მეწარმეებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ პიონერული ინდუსტრიის მომდევნო თაობას. 

2017 წელს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის (EFSE) საქმიანობა ხელმისაწვდომი გახადა 137,000 ინდივიდუალური ქვე-სესხი სახით ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. მისი განვითარების საწარმომ მიაღწია 16,000-ზე მეტ საბოლოო ბენეფიციარამდე, რაც გამოიხატა მხარდაჭერაში, მენტორობასა და სასწავლო ღონისძიებებში. 2017 წლის ბოლოს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და მისმა განვითარების საწარმომ 6.5 მილიარდი ევროს გამოყო მისი მიზნის რეალიზაციისთვის მდგრადი და საპასუხისმგებლო დაფინანსების უზრუნველსაყოფად. 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE) KfW განვითარების ბანკის (KfW) ინიციატივით შეიქმნა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, კოსოვო, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, სერბეთი, უკრაინა და თურქეთი.

რადგან ფინანსებზე წვდომა ძირითად ფაქტორს წარმოადგენს წარმატების მისაღწევად მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტში, ადეკვატური და მდგრადი დაფინანსების უზრუნველსაყოფად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპული ფონდი (EFSE) ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი ფინანსური სექტორების მხარდაჭერაზე. ფინანსური უზრუნველყოფა, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპული ფონდი (EFSE) უზრუნველყოფს გრძელვადიანი დაფინანსების სახით, მიმართულია კრედიტების მომხმარებლებზე – ძირითადად მიკრო და მცირე საწარმოებზე (MSE) და ასევე, კერძო ბინათმფლობელებზე საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ადგილობრივი პარტნიორი საკრედიტო დაწესებულებების მეშვეობით. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპული ფონდის (EFSE) საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერას ახორციელებს EFSE-ს განვითარების ფონდი, რომელიც ტექნიკურ დახმარებას, საკონსულტაციო და სასწავლო მომსახურებას უწევს პარტნიორ საკრედიტო დაწესებულებებს ოპერაციული შესაძლებლობებისა და პროფესიონალური მენეჯმენტის უზრუნველყოფის მიზნით. 
ანგარიშის წაკითხვა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში როგორც ინტერაქტიული ანგარიში ან გადმოწეროთ სრული PDF.

 

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე