EIB Global-მა და საქართველოს ბანკმა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 50 მილიონი ევროს მოცულობის სესხის ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველო
EIB Global-მა და საქართველოს ბანკმა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 50 მილიონი ევროს მოცულობის სესხის ხელშეკრულება გააფორმეს

29 დეკემბერს ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB, ევროკავშირის ბანკი) საქართველოს ბანკთან 50 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესახებ განაცხადა. თანხა მცირე და საშუალო საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების მხარდაჭერას მოხმარდება.

ხელშეკრულების თანახმად, EIB და საქართველოს ბანკი სესხის სულ მცირე 30%-ს მწვანე ინვესტიციებისთვის გასცემენ. ეს EIB-ის მიერ საქართველოს ბანკის შუამავლობით გამოყოფილი პირველი სესხია, რომელიც ამ სფეროს მოხმარდება. 

სესხს, რომელსაც EIB-ის ევროკავშირის მიღმა მოქმედი განყოფილება, EIB Global გამოყოფს, 120 მილიონი ევროს ოდენობის EIB-ის სესხის პროგრამის პირველი ტრანშია. ის, სავარაუდოდ, 160-ზე მეტ კომპანიას მოუტანს სარგებელს და 14, 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს. საქართველოს ბანკი საკუთარი რესურსებიდანაც გამოყოფს იმავე მოცულობის სესხს, რითაც EIB-ის მხარდაჭერას გააორმაგებს.

სესხის მიზანია, გააუმჯობესოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მიმზიდველი პირობების მქონე გრძელვადიანი დაფინანსების ხარჯზე. კერძოდ, სესხი ხელმისაწვდომი იქნება ეროვნულ ვალუტაშიც, რაც ადგილობრივ ბიზნესს, გაცვლითი კურსის მერყეობასთან დაკავშირებულ რისკებს თავიდან აარიდებს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე