ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქართული საწარმოებისთვის ციფრული ადაპტაციის პროგრამას იწყებენ

საქართველო
ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქართული საწარმოებისთვის ციფრული ადაპტაციის პროგრამას იწყებენ

27 ოქტომბერს ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაიწყეს ციფრული ადაპტაციის პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი ბიზნესის ციფრულ სივრცეში გადატანით.  

ინიციატივის, EU4Business ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის საშუალებით, კომპანიები გააციფრულებენ თავიანთ მარაგებს და საკუთარ პროდუქციას ელექტრონული კომერციის ადგილობრივ პლატფორმებზე განათავსებენ. გარდა ამისა, ისინი გაივლიან ტრენინგს სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საფუძვლებში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. პროექტის წარმომადგენლები ყველა რეგისტრირებულ კომპანიას დაუკავშირდებიან და დამატებით დეტალებსა და პირობებს გააცნობენ.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე