You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სათანადო პირობების არმქონე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას აძლიერებენ. სამიზნე ქვეყნებს შორის არიან აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. 

გარდა ამისა, EBRD და ევროკავშირი ამ რეგიონებში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარების მიზნითაც ზრდიან დაფინანსებას.

ჯამში 150 მილიონი ევროს მოცულობის ორი ფინანსური გარანტიის თაობაზე ხელშეკრულებებს ხელი ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის/საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის პარალელურად მოეწერა.

115 მილიონ ევრომდე ოდენობის პირველი ფინანსური გარანტია პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს სათანადო პირობების არმქონე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების შემდგომ დაკრედიტებაში დაეხმარება. კერძოდ, ამ საწარმოებში მოიაზრება ქალების და ახალგაზრდების მიერ მართული თუ სასოფლო რეგიონებში მდებარე კომპანიები და საწარმოები, რომლებსაც აქამდე ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.

35 მილიონ ევრომდე ღირებულების მეორე ფინანსური გარანტია ინვესტიციებს, მათ შორის მაღალი ხარისხის და სანდო ფართოზოლოვანი სერვისების განვითარებას მოხმარდება. 

„მე განსაკუთრებით მახარებს, რომ დღევანდელი ფინანსური შესაძლებლობები სათანადო პირობების არმქონე ბიზნესებსა და მაღალი ხარისხის ფართოზოლოვანი სერვისების განვითარებას მოხმარდება. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების ამოცანების მიღწევას ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში, სადაც ევროკავშირის Global Gateway სტრატეგია ხორციელდება“, — განაცხადა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატერინა მატერნოვამ.

უახლესი ამბები
ge
19.09.2023
ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და შვედეთთან ერთად, TBC ბანკის საშუალებით, უზრუნველყოფს ახალ დაფინანსებას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.
ge
30.09.2022
EU4Business–მა გამოაქვეყნა საქართველოს Citizens’ Summary 2022, რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.
ge
15.09.2022
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ საქართველოში ვიზიტისას ორ ქართულ ბანკთან ადგილობრივი მცირე ბიზნესისთვის სესხების გაცემის თაობაზე ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე