You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

14 ნოემბერს ევროკავშირმა და გაერომ  5.1 მილიონი ევროს ღირებულების ინიციატივის, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, შედეგები შეაჯამეს.

2019-2023 წლებში ამ პროგრამამ ხელი შეუწყო ისეთი მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, მძლავრი ბიზნესკლასტერების შექმნა, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პრესრელიზის თანახმად, პროგრამის საქმიანობა უშუალოდ აისახა ქვეყნის 100-მდე მცირე და საშუალო საწარმოზე. მან ასევე ხელი შეუწყო იმ ოთხი ბიზნესკლასტერის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რომელთაგან რამდენიმემ კლასტერული ანალიზის ევროპული ინიციატივისგან (ECEI) საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

გარდა ამისა, პროგრამამ საქართველოს მასშტაბით 1 500-ზე მეტ მეწარმესა და ფერმერს შეუქმნა სწავლისა და განვითარების შესაძლებლობები. ამ გზით მათ გაუუმჯობესდათ ბიზნესის სამართავად საჭირო უნარები და გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. 

პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობის საფუძველზე განხორციელდა. მის საქმიანობაში წვლილი შეიტანეს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM).

უახლესი ამბები
ge
18.03.2024
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის განვითარებას — განსაკუთრებით ქალთა ბიზნესისას და განსაკუთრებით საქართველოს სასოფლო და ყურადღებამოკლებულ დასახლებებში. ამიტომ არ იფიქროთ, თითქოს აუცილებელია, თბილისში ცხოვრობდეთ, გქონდეთ უმაღლესი განათლება ან მოქმედი ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირისგან დახმარება მიიღოთ — პირიქით!
ge
05.02.2024
ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი, „საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“, დაიწყეს.
ge
01.02.2024
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) თიბისის ბანკთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ადგილობრივი კერძო სექტორის მიმზიდველი პირობებით დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე