ევროკავშირმა „საქართველოში ევროპული ბიზნესის და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობის“ კონკურსის გამარჯვებული დაასახელა

საქართველო
ევროკავშირმა „საქართველოში ევროპული ბიზნესის და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობის“ კონკურსის გამარჯვებული დაასახელა

ევროკავშირმა ”საქართველოში ევროპული ბიზნესის და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობის” კონკურსის გამარჯვებულად საქართველოს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA Georgia) მიერ წარდგენილი პროექტი დაასახელა. 

გამარჯვებული პროექტი ბიზნესის კოორდინირებული და აქტიური მოქმედებების წახალისებას, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების ხელშეწყობას და ევროკავშირის ეკონომიკური დიპლომატიის ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად. 

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროპულ ბიზნეს ასოციაციას გულმოდგინე მუშაობით და ძლიერი საპროექტო განაცხადის წარდგენით მიღწეული გამარჯვება მიულოცა. მან ასევე მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მონაწილეს ინტერესის გამოხატვისა და მაღალი ხარისხის წინადადებების წარდგენისთვის. „მოვუწოდებ ამ განმცხადებლებს და სხვა შესაბამის ორგანიზაციებს, მიიღონ საქართველოს ევროპული ბიზნეს ასოციაციის სამომავლო მოწვევები და ერთად იმუშაონ ინკლუზიური პლატფორმის შესაქმნელად. ჩვენ ველით, რომ ამ გზით თქვენც შეიტანთ წვლილს პროექტის განხორციელებაში და ევროპული ბიზნესის და ევროკავშირ-საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაცვაში“, — განაცხადა ელჩმა.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე