ევროკავშირი ონლაინ გეგმას ადგენს მეღვინეებისათვის

საქართველო
ევროკავშირი ონლაინ გეგმას ადგენს მეღვინეებისათვის

ახალი მონაცემთა ბაზა უზრუნველყოფს ინფორმაციის სპექტრს ქართული ღვინის მწარმოებლებზე და დაეხმარება მათ გამოიკვლიონ ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობები

ქართველ მეღვინეებს და ღვინის მოყვარულებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის საშუალებით მოახდინონ ქართული ღვინის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ზრდის სტიმულირება.

ახლად შექმნილი ონლაინ მონაცემთა ბაზა უზრუნველყოფს ინფორმაციის სპექტრს ქართველი მეღვინეების შესახებ და, ამავე დროს, დაეხმარება მწარმოებლებს თავად იქონიონ წვდომა საკვანძო ინფორმაციაზე ევროპის კავშირის ქვეყნებში ღვინის ექსპორტის თაობაზე.

ასი კომპანია, უმთავრესად კახეთის რეგიონიდან, შერჩეული და გამოკითხული იქნა ვებგვერდზე მოსახვედრად, საიდანაც გაიცემა ინფორმაცია მათ პროდუქციაზე, ფასებზე და ექსპორტისათვის მზაობაზე.

მას შემდეგ, რაც 2014 წ. ივნისში საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ადგილობრივი SME-ს წარმოეშვა ახალი შესაძლებლობები, ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA-ი) ხარჯზე, რასაც სარგებელი და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა მოჰყვა.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე