მეწარმეებისთვის ამოქმედდა საიტები, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერის მიღებაში დაგვეხმარება

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
მეწარმეებისთვის ამოქმედდა საიტები, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერის მიღებაში დაგვეხმარება

ევროპის კომისიამ გახსნა ახალი საიტი - EU4Business, სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის მიერ სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის შესახებ.

მთავარი საიტი მოქმედებს როგორც „ერთი ფანჯარა“ ინიციატივის ყველა პარტნიორისა და მონაწილისთვის. მასში წარმოდგენილია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შედეგები  თითოეულ ქვეყანაში, დეტალური სტატისტიკა , რომელიც დაყოფილია სფეროების და ინსტრუმენტების მიხედვით, პროექტების პორტფელი , წარმატების ისტორიები , სტრუქტურირებული ქვეყნის და დახმარების ტიპის მიხედვით. საერთო საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, თითოეულ ქვეყანაში რომელი ინსტრუმენტები მუშაობს და შედეგებიც შეადაროთ.

EU4Business-მა ასევე წარმოადგინა თითოეული ქვეყნისთვის განკუთვნილი საიტები, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეებზე (სომხეთი, აზერბაიჯანი , ბელარუსი , საქართველო , მოლდოვა , უკრაინა). როგორ მივიღოთ კრედიტი ან გრანტი ბიზნესის განვითარებისათვის, და რომელ ბანკში უფრო მარტივი პროცედურებია? ვის მივმართოთ კონსულტაციისთვის ექსპორტირების დასაწყებად? როგორ მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში ან საგანმანათლებლო სემინარში ახალი კლიენტების და პარტნიორების მოსაზიდად? თითოეულ ადგილობრივ საიტზე მეწარმეებს რამდენიმე წუთში შეუძლიათ გაიგონ, როგორ დაეხმარება ევროკავშირი მათ ბიზნესს - ნაცვლად იმისა, რომ ნაწილ-ნაწილ მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა რესურსებიდან. ასევე შეგიძლიათ აიმაღლოთ მოტივაცია იმ საწარმოების პოზიტიური გამოცდილების მაგალითზე, რომლებიც უკვე თანამშრომლობენ ევროკავშირთან, თვალყური ადევნოთ მნიშვნელოვან მოვლენებს და ნახოთ რა კეთდება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის.

 ჩვენ მხარს ვუჭერთ ინფორმაციულად განსხვავებულ აუდიტორიას - მეწარმეებს, დონორებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს. ყველა მათგანს  სხვადასხვა სახის ინფორმაცია აინტერესებს: მეწარმისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იცოდეს, ვის უნდა მიმართოს კრედიტის მისაღებად, ვიდრე რა კავშირია გაცემულ სესხებსა და სამუშაო ადგილების ზრდას შორის მთელს რეგიონში. თუმცა, ასეთი ციფრები მნიშვნელოვანია, მაგალითად, ევროკავშირის პარტნიორებისა და ფინანსური ორგანიზაციებისთვის”, - განმარტავს მარკ ჰელერი, EU4Business-ის პროექტის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, საიტები გაიყო, რათა მაქსიმალურად სასარგებლო ყოფილიყო თითოეული დაინტერესებული ჯგუფისთვის. ახლა ისინი უფრო მკაფიოდ ასახავენ, თუ რა პოტენციალი აქვს ევროკავშირის მხარდაჭერას ქვეყანაში და მეწარმეებს შეუძლიათ სრულად ისარგებლონ ამ ინფორმაციით. 

EU4Business-ის ბოლო წლიური ანგარიშის თანახმად , 2019 წელს პროგრამა 78 000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარა სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე