ევროკავშირის დაძმობილების პროექტი საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დაუჭერს მხარს

საქართველო
ევროკავშირის დაძმობილების პროექტი საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დაუჭერს მხარს

ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი, „საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“, დაიწყეს.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების (AA)/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და ბაზრის ზედამხედველობის სფეროში ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებას.

დაძმობილების პროექტის ექსპერტები  ქართველ პარტნიორებს ევროკავშირში არსებული რეგულირების საუკეთესო პრაქტიკისა და ქვეყანაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით დაეხმარებიან  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებაში.

პროექტის ექსპერტები ასევე ჩაატარებენ ტრენინგებს  ევროკავშირის ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში არსებული დირექტივების მთავარ საკითხებზე. ტრენინგები დაახლოების პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვას და  საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების (ბიზნესი, მომხმარებლები) გარდამავალი პროცესისთვის მომზადებას შეუწყობს ხელს. 

პროექტს ახორციელებს ლიეტუვის რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო უწყება (SCRPA), პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამსახურთან (UOKiK) და გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალურ სამინისტროსთან (BMWK) პარტნიორობით.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე