გასულ კვირას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩატარდა დარგობრივი შეხვედრები მეფუტკრეობის, მებაღეობისა და სასაქონლო მებოსტნეობის თაობაზე, რომლებსაც ხელი შეუწყო EU4Business-ის პროექტმა „საქართველოს ევროპული გზა: DCFTA-სა და მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის განხორციელებისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“.
შეხვედრის პირველი ნაწილი მიეძღვნა მეფუტკრეობის სექტორის სირთულეებს. მეორე ნაწილში განხილული იქნა მებაღეობისა და სასაქონლო მებოსტნეობის სფეროში დადგენილი სირთულეები.
შეხვედრებს დაესწრნენ მცირე და საშუალო საწარმოებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სამინისტროს წარმომადგენლებს შორის იყვნენ შესაბამისი დეპარტამენტების უფროსები, დარგის სპეციალისტები, მეცნიერები და სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს (APMA) წარმომადგენლები.
პროექტის წევრებმა, პარტნიორი მცირე და საშუალო საწარმოებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, წარმოადგინეს საკუთარი რეკომენდაციები სურსათის უსაფრთხოების, შემოწმების, ინფრასტუქტურის, სახელმწიფო პროგრამების, კოოპერატივებისა და მეფუტკრეობის, მებაღეობისა და სასაქონლო მებოსტნეობის სფეროში არსებული სირთულეების გამოკვლევის თაობაზე.
სამინისტროს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს განახლებული რეკომენდაციები. მათ ასევე განაცხადეს თავისი მხრიდან პროექტის მხარდაჭერა და მზადყოფნა თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.
„საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-სა და მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის განხორციელებისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ევროკავშირის მიერ ფინანსდება EU4Business ინიციატივის ფარგლებში. შესაძლებლობების განვითარების, ცნობიერების ამაღლებისა და ისეთი საკონსულტაციო საბჭოების შექმნის საშუალებით, რომლებიც ერთად შეკრებს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებს, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ადგილობრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის განხორციელების კუთხით.