EU4Business მხარს უჭერს 32 სასურსათო კომპანიას სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და უკრაინიდან სასურსათო პროდუქციის პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
EU4Business მხარს უჭერს 32 სასურსათო კომპანიას სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და უკრაინიდან სასურსათო პროდუქციის პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი ორგანიზებას უწევს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და უკრაინის 32 აგროგადამამუშავებელი კომპანიის მონაწილეობას SIAL სასურსათო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც გაიმართება პარიზში 21-25 ოქტომბერს, EU4Business ინიციატივის „Ready to Trade“ პროექტის ფარგლებში.

გამოფენის მიზანია, წარმოადგინოს კომპანიები და მათი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე და ხელი შეუწყოს ევროკავშირში მყიდველებსა და იმპორტიორებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას.

პარიზში ჩასატარებელი SIAL გამოფენა უმსხვილესი საერთაშორისო ასპარეზია სასურსათო პროდუქციის სფეროს პროფესიონალთათვის. 7020 მონაწილე საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან-ზე მეტი კომპანია 109 ქვეყნიდან გამოფენს საკუთარ პროდუქციას SIAL გამოფენაზე პარიზში, ინგრედიენტებით დაწყებული, დამუშავებული და ახლად მომზადებული პროდუქციით დამთავრებული.

სავაჭრო გამოფენაში მონაწილეობის ორგანიზება ხორციელდება ისეთ ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინირებით, როგორიცაა სომხეთის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ეროვნული ცენტრი, „აზპრომო“, „აწარმოე საქართველოში“ და უკრაინის კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია.

კომპანიების მხარდაჭერა პროექტის ფარგლებში მოიცავს დაქირავებასა და დიზაინს, ტრენინგებსა და სწავლებას გამოფენაში მონაწილეობისთვის, პრომომასალების მომზადებას და ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებას, შესაბამისი პარტნიორი დაწესებულებების ჩართულობის დონის მიხედვით.

პროექტის ფარგლებში მოწვეულია 400-ზე მეტი მყიდველი, იმპორტიორი და საბითუმო გამყიდველი ევროპიდან, რომლებიც ესტუმრებიან ბენეფიციარი კომპანიების სტენდებს და ასევე დახმარებას გაუწევენ მათ მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოებაში და გამოფენის დამთავრების შემდეგ შესაბამისი გარიგებების დადებაში.  

პროექტი „Ready to Trade“ ფინანსდება ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში და მიზნად ისახავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და კავშირების დამყარებას ამ საწარმოებსა და საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრებს შორის.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე