საქართველო: შეიტანეთ განაცხადი პასუხისმგებელი ბიზნესის დაჯილდოებაზე ახლავე

საქართველო
საქართველო: შეიტანეთ განაცხადი პასუხისმგებელი ბიზნესის დაჯილდოებაზე ახლავე

2018 წლის 10 ოქტომბრამდე საქართველოში მოქმედ კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების ყოველწლიურ კონკურსში, რომელიც ტარდება ევროკავირის მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში.

კონკურსი ორგანიზებულია სხვადასხვა ბიზნესასოციაციების თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით. მისი მიზანია საქართველოში პასუხისმგებელი ბიზნესის წარმოების ხელშეწყობა. „Meliora“-ს კონკურსი დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.

დაჯილდოება ტარდება მრავალფეროვანი კატეგორიების მიხედვით და მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა ძირითად სფეროს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქვეყანაში მოქმედ ყველა ზომის ნებისმიერ კომპანიას, რომლებიც საკუთარ საქმიანობას პასუხისმგებლობით წარმართავს და ზრუნავს თავისი თანამშრომლების, მომხმარებლებისა და მომწოდებლების კეთილდღეობაზე, ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვაზე.

კონკურსი ღიაა პროგრამებისთვის/პროექტებისთვის/ინიციატივებისთვის ან სტრატეგიებისთვის, რომლებიც ჩატარდა . დასახელებული პროექტი უკვე დასრულებული ან უმეტესწილად შესრულებული უნდა იყოს, ხოლო მისი შედეგები უნდა არსებობდეს ან თვალსაჩინო იყოს.

წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან (ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელსა და დანიიდან) შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს კანდიდატებს მათი ძალისხმევების თანამიმდევრულობის და ეფექტურობის, შედეგების მდგრადობის და ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის მიხედვით.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა პარასკევი, 2018 წლის 5 ოქტომბერი, 18:00 სთ.

ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებიც ქართულ კომპანიებს ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებამ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) მოუტანა, ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ უკავშირდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარებას, დახვეწას და ბიზნესის პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვას.

აქედან გამომდინარე, პასუხისმგებელი ბიზნესის დაჯილდოების მიზანია:

  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობა და გაძლიერება კომპანიებს შორის;
  • კორპორაციული სოციალური პროექტების შესანიშნავ მაგალითებზე ყურადღების გამახვილება;
  • კომპანიების ხელშეწყობა და მიტივირება, დანერგონ საუკეთესო პრაქტიკა და გახდნენ სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი;
  • აჩვენოს, რომ პასუხისმგებელი ბიზნესი, რომელიც მიმართულია ჯანსაღი საზოგადოების და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, საბოლოო ჯამში გრძელვადიან ფინანსურ ღირებულებას და კომერციულ წარმატებას აღწევს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ‘სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა’ (2017-2020 წწ.) მიზნად ისახავს გააუმჯობესოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოღვაწეების წახალისებით და მოქალაქეების წინაშე მათი ანგარიშვალდებულების გაზრდით. პროექტის ერთ-ერთი კონკრეტული მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რათა წაახალისოს დარგთაშორისი თანამშრომლობა და განვითარების საკითხებში კერძო სექტორის ჩართულება.

EU4Business-ის ინიციატივა ასევე მხარს უჭერს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების მიღწევაში, ძირითადად „მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების და საქართველოში პროექტის მეშვეობით, რომლის მიზანია დაეხმაროს სტანდარტების დანერგვაში იმ კომპანიებს, რომლებსაც გავლილი აქვთ საერთაშორისო BSCI (ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა) აუდიტი.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე