EBRD და ევროკავშირი საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის საშუალებით ადგილობრივ ბიზნესს დააფინანსებენ

საქართველო
EBRD და ევროკავშირი საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის საშუალებით ადგილობრივ ბიზნესს დააფინანსებენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ საქართველოში ვიზიტისას ორ ქართულ ბანკთან ადგილობრივი მცირე ბიზნესისთვის სესხების გაცემის თაობაზე ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი.

EBRD საქართველოს ბანკს და თიბისი ბანკს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხებით უზრუნველყოფს. ადგილობრივი კომპანიებისთვის განკუთვნილი ეს თანხა ქვეყანაში კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოხმარდება. მისი მეშვეობით, ინვესტიციები ჩაიდება ინოვაციურ განვითარებაშიც, რაც მწვანე ტექნოლოგიებსაც მოიცავს. 

დაფინანსება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში ხორციელდება. ეს არის საფლაგმანო პროგრამა, რომელიც მსესხებლებს პროდუქტიულობის გაზრდაში, საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ვაჭრობაში და მოწინავე ეკოლოგიური მეთოდების დანერგვაში ეხმარება.

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსებაზე წვდომა ადგილობრივ ვალუტაში ექნებათ. გარდა ამისა, ისინი ისარგებლებენ წამახალისებელი საგრანტო დაფინანსებით და საერთაშორისო კონსულტანტების ტექნიკური დახმარებით, რასაც ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში აფინანსებს. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, ქართული კომპანიები პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობის და დასაქმებულთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას შეძლებენ.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე