საქართველო: EU4Business-ის პროექტი რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა განაცხადების მიღებას იწყებს

საქართველო
საქართველო: EU4Business-ის პროექტი რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა განაცხადების მიღებას იწყებს

EU4Business-ის პროექტმა „საქართველო ევროპულ გზაზე: ეფექტური მოდელის შექმნა DCFTA-სა და მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის განხორციელებისთვის“ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა საპროექტო განაცხადების მიღება გამოაცხადა. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა არის 31 მაისი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის მხარდაჭერასა და გაზრდას საჯარო ცნობიერების ამაღლებაში, ისევე როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) უკეთ გაცნობასა და მისი განხორციელების მხარდაჭერაში.

რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ქვე-გრანტები მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა მხარდაჭერას მიმდინარე დისკუსიებისა და DCFTA-ს განხორციელების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაში, ისევე როგორც მათ დახმარებას, გახდნენ თავთავიანთი წრეების აქტიური წევრები, ჩართონ და DCFTA-ს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციით უზრუნველყონ საზოგადოება, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეები.

ქვე-გრანტების გამოყოფა მოხდება შემდეგი ორი მიმართულების საფუძველზე:

 

  1. DCFTA-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში;
  2. DCFTA-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება რეგიონულ მცირე და საშუალო საწარმოებსა და საჯარო მოსამსახურეებში

ჯამში, გამოიყოფა 60 გრანტი, თითოეული 1000 ევროს ოდენობით, მათი განაწილება კი თანაბრად მოხდება I და II მიმართულებით, ისევე როგორც გეოგრაფიული დაფარვის საფუძველზე, საქართველოს 9 რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს 9 რეგიონიდან ერთ-ერთში ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დარეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. თბილისში რეგისტრირებულ და დაფუძნებულ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ განაცხადის შეტანა.

განაცხადის შეტანის პროცედურა:

საპროექტო განაცხადი, ყველა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად, უნდა გაიგზავნოს 2018 წლის 31 მაისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@gip.ge.

იხილეთ განაცხადების მიღების პროგრამა განაცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტების შესახებ სრული ინფორმაციისთვის.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე