You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქართულ ენაზე აამოქმედა  ონლაინ რესურსი, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს იურიდიულ და ბიზნეს რეკომენდაციებს სთავაზობს. ვებსაიტის მიზანია, დაეხმაროს საწარმოებს, უკეთ გაუმკლავდნენ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს. 

ახალი ვებსაიტი საქართველოს  მცირე და საშუალო კომპანიების მფლობელებს და მენეჯერებს ექსპერტული რეკომენდაციებით მოამარაგებს. ეს რჩევები მათ დაეხმარება, უკეთ მოაგვარონ ფინანსური საკითხები, წარმატებით ეურთიერთონ მომწოდებლებს, მომხმარებლებსა თუ თანამშრომლებს და დაძლიონ საოპერაციო და სტრატეგიული გამოწვევები. გარდა ამისა, საიტზე ხელმისაწვდომია სასარგებლო ინსტრუმენტები, რომლებიც ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციას და რესტრუქტურიზაციის პროცესს გაუმარტივებს.

პლატფორმა კომპანიებს  უზრუნველყოფს იურიდიული რეკომენდაციებითაც კორპორაციების, შრომითი უფლებების და გადახდისუუნარობის შესახებ არსებული კანონმდებლობის საკითხებზე. ეს ის სფეროებია, რომელთან დაკავშირებულ ნოუ-ჰაუსა და ინფორმაციაზეც მცირე ბიზნესში დიდი მოთხოვნაა. 

ვებსაიტით სარგებლობა რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

უახლესი ამბები
ge
06.12.2021
ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) თავის დიდი ხნის პარტნიორ ორგანიზაციას, თიბისი ბანკს სესხს გამოუყოფს. თანხის ოდენობა 10 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში.
ge
06.12.2021
27 ოქტომბერს ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაიწყეს ციფრული ადაპტაციის პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი ბიზნესის ციფრულ სივრცეში გადატანით.
ge
09.11.2021
ქართულმა კომპანიებმა 600 000 ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთები მიიღეს საერთაშორისო მყიდველებისგან Anuga 2021-ის გამოფენაზე, რომელიც წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტების მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ბაზრობას კიოლნში, გერმანიაში.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე