SIAL Paris 2018-ზე 13 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი

საქართველო
SIAL Paris 2018-ზე 13 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი

აღმოსავლეთ პარტნიორობის: მზად ვაჭრობისთვის - EU4Buisness ინიციატივის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრამა (ITC ) სსიპ აწარმოე საქართველოსთან თანამშრომლობით ცამეტ ქართულ კომპანიას მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო Sial Paris 2018-ის გამოფენაზე, რომელიც სასმელისა და საკვები პროდუქტების კუთხით ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო გამოფენაა.

პროექტის ბენეფიციარი კომპანიები წარმოდგენილნი იყვნენ სააგენტო აწარმოე საქართველოს მიერ ორგანიზირებული ეროვნული სტენდის ქვეშ, სადაც  განთავსებული იყო  სუბლიმირებული ხილის,  თხილის, წვენებისა  და ჩაის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

Sial Paris-ის გამოფენა ერთ-ერთი წამყვანი გამოფენაა მსოფლიოში. იგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ პარიზში, საფრანგეთი. წელს გამოფენას  119 ქვეყნიდან  7,200 მონაწილე კომპანია დაესწრო, ხოლო ჯამში ვიზიტორების რაოდენობამ 310 ათასი შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას გლობალურ სავაჭრო ბაზარზე.

გამოფენაზე მაქსიმალური შედეგების მისაღწევად, პარიზში გამგზავრებამდე ქართულ კომპანიებს გაეწიათ შესაბამისი კონსულტაციები საერთაშორისო ბაზრის სტანდარტებისა და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმატებულად წარმართვის შესახებ. 

გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების უმრავლესობას საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებზე მონაწილეობის გამოცდილება უკვე ჰქონდა, ზოგიერთი მათგანი გასულ წლებში Sial-ზეც იყო წარმოდგენილი. მათი მოლოდინები შედეგების მხრივ კვლავაც გამართლდა, რაც გამოიხატა როგორც ადგილზე გაფორმებულ ხელშეკრულებებში, ისე დაწყებულ მოლაპარაკებებში.

აღსანიშნავია, გამოფენაზე მონაწილეობის ის უპირატესობებიც, რომლებიც მონაწილეებისთვის  ბიზნეს კონტაქტების გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ქართული კომპანიები 500-ზე მეტ პოტენციურ მყიდველს შეხვდნენ, რომელთან თანამშრომლობასაც მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ. მათი უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებიდანაა წარმოდგენილი, თუმცა დაინტერესება ასევე გამოხატეს აზიის, სპარსეთის ყურის და დასავლეთ/აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც.  საბოლოოდ, ადგილზე 37 შეკვეთა გაფორმდა, ხოლო პროცესშია 100-მდე ხელშეკრულება. ჯამურად შეკვეთების საერთო ღირებულება 4 მილიონ ევროს აღწევს. მყიდველების ყველაზე დიდი ინტერესი ადგილზე წარმოდგენილმა ბიო პროდუქტებმა და ნატურალურმა ნაწარმმა გამოიწვია. 

SIAL-ის გამოფენაში მონაწილეობის მიღება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ბიზნეს გამოცდილება იყო თითოეული მონაწილე კომპანიისთვის.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე