ქართული კომპანიები ლონდონში გამართულ საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე 680 000 დოლარის ღირებულების შეკვეთებს იღებენ

საქართველო
ქართული კომპანიები ლონდონში გამართულ საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე 680 000 დოლარის ღირებულების შეკვეთებს იღებენ

ლონდონში 17-20 მარტს გამართულ საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე (IEE-ზე) საქართველოდან ხუთმა კომპანიამ წარმოადგინა საკუთარი პროდუქცია და მოიძია ახალი მყიდველები ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის პროექტის „მზაობა ვაჭრობისთვის“ მხარდაჭერით.

კომპანიებმა სხვადასხვა პროდუქცია წარმოადგინეს, მათ შორის თხილი, წვენები და ჩაი. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ITC ერთობლივად დაეხმარნენ კომპანიებს სტენდების მოწყობაში.

ქართულმა კომპანიებმა 55-ზე მეტი ახალი ბიზნეს კონტაქტი დაამყარეს საფრანგეთიდან, ფინეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან, ასევე უკრაინიდან და აშშ-დან წარმოდგენილ კომპანიებთან. კომპანიებმა მოლაპარაკებები გამართეს 30-ზე მეტ მყიდველთან, რის შედეგადაც 680 000 დოლარის ღირებულების შეკვეთები მიიღეს.

IFE მთელი მსოფლიოდან ახალი პროდუქტების წარმოჩენას ეძღვნება. გამოფენაზე თავს იყრის მრავალი ბრიტანელი და საერთაშორისო მყიდველი სფეროს ექსპერტებთან ერთად.

ქართული კომპანიებისთვის IFE მესამე საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაა, რომელიც პროექტის „მზაობა ვაჭრობისთვის“ ფარგლებში იმართება. ამ წლის დასაწყისში რამდენიმე კომპანია წარსდგა BioFach 2019-ზე — ორგანული პროდუქციის წამყვან საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე ნიურნბერგში, გერმანიაში — 2018 წლის ოქტომბერში კი კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია Sial Paris-ში წარმოადგინეს ქართულ ეროვნულ პავილიონში.

EU4Business ინიციატივით დაფინანსებული პროექტი „მზაობა ვაჭრობისთვის“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მცირე საწარმოებს გლობალურ ბაზრებზე წვდომასა და ახალი საერთაშორისო მყიდველების მოძიებაში.  

 

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე