სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალურ სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით, იწყებს რეგისტრაციას გერმანიაში მენეჯერთა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობაზე.
პროგრამის ხელმძღვანელობა დაევალა Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH-ს. GIZ სთავაზობს ოთხკვირიან, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სპეციალისტთა გადამზადების ინგლისურენოვან (და გამონაკლის შემთხვევებში, ასევე რუსულენოვან) პროგრამას ზედა რგოლის ხელმძღვანელებისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქმიან ურთიერთობებს.
პროგრამის წარმატებისთვის გადამწყვეტია ცოდნისა და საქმიანი პრაქტიკის სწორი შეთავსება.
მონაწილეები განავითარებენ თავიანთ მმართველობით უნარებს ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგის პროცესში და მოემზადებიან გერმანულ კომპანიებთან ურთიერთობებისთვის. ისინი შეისწავლიან გერმანული საქმიანი კულტურის სპეციფიკას, გააუმჯობესებენ თავიანთ ბიზნეს-ქცევას და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკას.
კომპანიებში ვიზიტის დროს მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან გერმანული კომპანიების მუშაობას, გამოყენებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობას. ისინი იქნებიან უშუალო კონტაქტში პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან.
პროგრამის შედეგი შთამბეჭდავია და ადასტურებს განსაკუთრებულ ეკონომიკურ უპირატესობებს – როგორც მონაწილე გერმანული კომპანიებისთვის, ასევე 19 პარტნიორი ქვეყნის კომპანიებისთვის. მენეჯერთა გადამზადების პროგრამა სთავაზობს ყველა მონაწილე კომპანიას წვდომას შესაბამის განსხვავებულ ბაზარზე.
რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს სერვის-ცენტრში ნომერზე: +995 32 2 96 00 10
https://www.managerprogramm.de/en/