ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს პროექტი აჯილდოებს ინოვაციურ სტუდენტებს სოციალური მეწარმეობისთვის

საქართველო
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს პროექტი აჯილდოებს ინოვაციურ სტუდენტებს სოციალური მეწარმეობისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრში (CSRDG) ახლახანს გაიმართა ყოველწლიური კონკურსის სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სახელწოდებითსოციალური მეწარმეობა - ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ინოვაციური მიდგომა

სოციალურ საწარმოებს აქვთ რეალური სოციალური ზემოქმედების პოტენციალი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანამშრომლები, მომხმარებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები არიან აქტიურად ჩართული,” განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დელეგაციის წარმომადგენელმა ივანე გოგოლმა და დასძინა: „ევროკავშირი ხელს უწყობს სოციალური საწარმოების იდეებს, რომელიც აერთიანებს სამეწარმეო სულისკვეთებას სოციალურ მიზნებთან".

კონკურსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ის მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას, ასევე საქართველოში სოციალური საწარმოებში ახალგაზრდების მიერ ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობას. ტრენინგებისა და საველე ვიზიტების მეშვეობით, თექვსმეტი სტუდენტური გუნდი თეორიასა და პრაქტიკას გაეცნო, ხოლო ოთხმა ფინალისტმა გუნდმა მიიღო 1500 ლარი საკუთარი სოციალური პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური საწარმოების გაძლიერებას.

გამარჯვებული გუნდები არიან:

  • პირველი ადგილი: პროექტის იდეა „ვიცი როგორ“, „ნუკრიანის სახელოსნოს“ სოციალური საწარმო 
  • მეორე ადგილი: პროექტის იდეა „სინერჯი“, „მწვანე საჩუქრის“ სოციალური საწარმო 
  • მესამე ადგილი: პროექტის იდეა „რაკედანი“, სოციალური კაფე „8+1“ სოციალური საწარმო 

გამარჯვებულმა გუნდმა მიიღო სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო მასშტაბით სოციალური მეწარმეობის გასაცნობად, ხოლო ყველა მონაწილე გუნდმა მიიღო პრიზები.

„სოციალური მეწარმეობის პროექტი - ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ინოვაციური მიდგომა" ხელს უწყობს სოციალური საწარმოს განვითარებას საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდის გზით სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად და დაუცველი ჯგუფების ეკონომიკურად გასაძლიერებლად. იგი ითვალისწინებს სოციალურ მეწარმეებისთვის დახმარებას საქართველოს მასშტაბით, მთავრობასთან და ბიზნეს სექტორთან თანამშრონლობას, საკანონმდებლო და ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების და სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოლულარიზაციას მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

 

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე