ქართული ორგანული სურსათის მწარმოებლები მსოფლიო ასპარეზზე გადიან BioFach 2019 გამოფენის ფარგლებში

საქართველო
ქართული ორგანული სურსათის მწარმოებლები მსოფლიო ასპარეზზე გადიან BioFach 2019 გამოფენის ფარგლებში

ქართულმა კომპანიებმა 600 000 ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთები მიიღეს საერთაშორისო მყიდველებისგან BioFach 2019 გამოფენაზე, რომელიც წარმოადგენს ორგანული პროდუქციის მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ბაზრობას ნურემბერგში, გერმანიაში.

მონაწილე კომპანიები საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის“ პროექტის ბენეფიციარები არიან. მოცემული პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის მცირე და საშუალო საწარმოების მიერ მსოფლიო ბაზრებთან კავშირების დამყარების ხელშეწყობა.

BioFach გამოფენაზე საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის მიერ მხარდაჭერილი დელეგაციის წევრმა მწარმოებლებმა საქართველოდან წარმოადგინეს სხვადასხვა ორგანული პროდუქცია, მათ შორის სანელებლები, წვენები და ჩაი.

„ეს კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის, წარმოგვედგინა ჩვენი სანელებლები და ჩაი.  მზაობა ვაჭრობისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ბიზნეს შეხვედრები დაგვეხმარა, მოგვეძია ახალი კლიენტები საერთაშორისო ბაზარზე,“ – ამბობს იოსებ კობახიძე, ქართული სანელებლების კომპანიის „კაუკაზანის“ მმართველი დირექტორი.

ბიზნეს შეხვედრების დროს ქართულმა კომპანიებმა 60-ზე მეტი ახალი ბიზნეს კონტაქტი დაამყარეს წამყვან კომპანიებთან ევროკავშირიდან, კანადისა და ტაივანიდან და მიიღეს ორგანული პროდუქციის შეკვეთები 15 მყიდველისგან. ბროწეულის წვენი და მცენარეული ჩაი იმ პროდუქტებს შორის იყო, რომლებმაც ყველაზე დიდი ყურადღება მიიქციეს.

BioFach ორგანული პროდუქციის მსოფლიოს უმსხვილესი ბაზრობაა. მასზე თავს იყრის 3200-ზე მეტი მონაწილე და დაახლოებით 50 000 კომერციული ვიზიტორი 130 ქვეყნიდან. გამოფენა წარმოადგენს დარგის მომწოდებლებისა და საკვანძო სპეციალისტების შეხვედრის ადგილს. გამოფენაში მონაწილეობის წყალობით, ქართულმა კომპანიებმა ახალი კომერციული შესაძლებლობები და პარტნიორები მოიძიეს. 

პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის“ მცირე და საშუალო საწარმოებს ეხმარება ახალი ბაზრების ათვისებაში, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, ხარისხისა და სტანდარტების განსაზღვრასა და შესრულებაში საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, ხელს უწყობს ღირებულების ჯაჭვში არსებულ მყიდველებთან დაკავშირებას და კლასტერულ მხარდაჭერას.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე