You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

EU4Business ინიციატივით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “მზაობა ვაჭრობისთვის” ფარგლებში ბენეფიციარებისთვის მოეწყო ვებინარი: “ქართული კომპანიების დახმარება ელექტრონული კომერციის საკითხებში”.  ონლაინ ტრენინგის მიზანი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ციფრული და ელექტრონული კომერციის არხების გამოყენებით, უცხოურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობების გაცნობა იყო.

ვებინარი ჩაატარა ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციისა და მობილური ტექნოლოგიების სპეციალისტმა, დოქტორ მოჰამედ ეს ფიჰმა.  რომელსაც ციფრულ მეწარმეობაში ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. დოქტორ ეს ფიჰმა ხელი შეუწყო 3000-ზე მეტ კორპორაციულ კონფიგურაციას 35-ზე მეტ იურისდიქციაში. მან ახლახან დაასრულა ხუთწლიანი მუშაობა, გაერთიანებული ერებისა და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის საგენტოს ITC-სთვის, სადაც მან ასობით კომპანია დაატრენინგა და არაერთ მთავრობას გაუწია კონსულტაცია, ელექტრონული კომერციის საკითხებში.

ვებინარში ცხრა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის ბენეფიციარები არიან. ვირტუალური ტრენინგის განმავლობაში განიხილეს: ელექტრონული კომერციის პოტენციალი, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით. გარდა ამისა, ვებინარი მოიცავდა ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ქართველმა მეწარმეებმა უნდა გაითვალისწინონ და დაგეგმონ, ელექტრონულ ექსპორტში ჩართვამდე. პროექტის ბენეფიციარებმა გაიღრმავეს ცოდნა, გაეცნენ ელექტრონული კომერციის მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

“ციფრული ინოვაციების, ტექნოლოგიური წინსვლისა და ამჟამინდელი გლობალური ეკონომიკის ეპოქაში, ელექტრონული კომერცია უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესის სტრატეგიის შემუშავებისა და განვითარების პროცესში. მოხარული ვართ, რომ ჩვენს ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ გაეფართოვებინათ ცოდნა და უნარები ელექტრონული კომერციის მიმართულებთ. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ამ მიმართულებით, ბენეფიციარებისთვის კონსულტაციისა და მენტორობის გაწევას”,- აღნიშნავს კონსტანტინე მდინარაძე, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის, “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის კოორდინატორი.

პროექტი  “მზაობა ვაჭრობისთვის“ მიზნად ისახავს, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას, უპირატესად-ევროკავშირის ბაზარზე. პროექტი, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) მიერ, ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს დამატებითი ღირებულების პროდუქციის წარმოებაში, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ხელს უწყობს მათ დაკავშირებას გლობალურ ჯაჭვსა და ბაზრებზე არსებულ მყიდველებთან.

უახლესი ამბები
ge
18.03.2024
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის განვითარებას — განსაკუთრებით ქალთა ბიზნესისას და განსაკუთრებით საქართველოს სასოფლო და ყურადღებამოკლებულ დასახლებებში. ამიტომ არ იფიქროთ, თითქოს აუცილებელია, თბილისში ცხოვრობდეთ, გქონდეთ უმაღლესი განათლება ან მოქმედი ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირისგან დახმარება მიიღოთ — პირიქით!
ge
05.02.2024
ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი, „საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“, დაიწყეს.
ge
01.02.2024
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) თიბისის ბანკთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ადგილობრივი კერძო სექტორის მიმზიდველი პირობებით დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე