ქართული ღვინის მწარმოებლებმა EU4Business-ის დახმარებით ონლაინ საინფორმაციო პლატფორმა აამოქმედეს

საქართველო
ქართული ღვინის მწარმოებლებმა EU4Business-ის დახმარებით ონლაინ საინფორმაციო პლატფორმა აამოქმედეს

ქართველმა მეღვინეებმა EU4Business-ის East Invest 2 პროექტის დახმარებით აამოქმედეს ონლაინ საინფორმაციო პლატფორმა, სადაც განთავსდა ინფორმაცია ქვეყანაში გაყიდვაში არსებული 100-ზე მეტი ღვინის სახეობის შესახებ.

არსებულიღვინის, ღვინის მარკეტინგისა და ყურძნის პროდუქტების კომპეტენციის ცენტრი (CCWMG) შეიქმნა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის (BSO) პარტნიორული პროექტის ფარგლებში ასოციაცია „ქართული ღვინო“-სა და ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას (BCCI) შორის. BCCI-ს პროექტის ფარგლებში შეუძლია გაუწიოს დახმარება ქართველ მწარმოებლებს ბულგარეთის ღვინის მრეწველობის მხარდაჭერის საკუთარი გამოცდილების საფუძველზე.

კლიენტების და მწარმოებლების შეხვედრის ადგილი

პლატფორმა სთავაზობს მომხმარებლებსა და ტურისტებს ეფექტურ საინფორმაციო მხარდაჭერას ინფორმაციას წითელი და თეთრი ღვინის, ყურძნის მწარმოებლების, პროდუქტების, სურსათის და ღვინის შესაბამის საკითხებზე და, ასევე, წარმოადგენს გაყიდვების არხს ქართული ღვინის კომპანიებისთვის.

ვებგვერდის ღვინის კატალოგში წარმოდგენილია საქართველოს ექვსი რეგიონის – კახეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და შავიზღვისპირეთის მრავალი კომპანიის 118 პროდუქტი.

მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ტრადიცია

ვებგვერდზე წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია 10 წითელი და 11 თეთრი ყურძნის ჯიშის გაშენების შესახებ, მათ შორისაა ცნობილი საფერავი, ოჯალეში და ციცქა. საქართველოს აქვს მევენახეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც მოიცავს 8 000-ზე მეტ რთველს საუკუნეების მანძილზე.

საიტზე მოცემულია ინფორმაცია მათი წარმოების, ადგილმდებარეობის, ისტორიის, გავრცელების და სასოფლო-სამეურნეო მახასიათებლების შესახებ. შემუშავების პროცესშია სავაჭრო ობიექტი, სადაც მალე შესაძლებელი იქნება ღვინის შეძენა ინტერნეტით უშუალოდ მწარმოებლებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხმარებლებს შეუძლიათ ელფოსტით გამოიწერონ განახლებები რეგულარული ინფორმაციის მისაღებად.

ესტუმრეთ ქართულ ონლაინ ღვინის პლატფორმას

იხილეთ ვიდეო პროექტის შესახებ

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე