მწვანე ზრდის ფონდი მწვანე ინვესტიციების ხელშესაწყობად იშბანკ საქართველოს ახალი დაფინანსებით უზრუნველყოფს

საქართველო
მწვანე ზრდის ფონდი მწვანე ინვესტიციების ხელშესაწყობად იშბანკ საქართველოს ახალი დაფინანსებით უზრუნველყოფს

მწვანე ზრდის ფონდმა  (GGF) და იშბანკ საქართველომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 7 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსებაზე, რომელიც ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებს მოხმარდება.

ივლისის ბოლოს შეთანხმებული ახალი ინვესტიცია იშბანკ საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მეტად განავითაროს მწვანე დაფინანსება ქვეყანაში ენერგეტიკისა და რესურსების ეფექტიანად გამოსაყენებლად. კერძოდ, ბანკი გადაკრედიტებას შესთავაზებს კორპორაციულ და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელ კლიენტებს, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მსგავსი პროექტებისთვის ენერგეტიკულ დანადგარებში ან ენერგოეფექტიანობის წამახალისებელ ღონისძიებებში გეგმავენ  ინვესტირებას.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერიოდში ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მწვანე მომავლისათვის,“ –  განაცხადა იშბანკ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ემრე ილმაზმა, – „ეს დაფინანსება ბანკს სესხების დივერსიფიცირებას შეაძლებინებს და საქართველოში მიმდინარე მწვანე პროექტებს დაუჭერს მხარს“.

მწვანე ზრდის ფონდს საფუძველი გერმანიის KfW განვითარების ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2009 წლის დეკემბერში  ევროკომისიის და სხვა ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით ჩაუყარეს საფუძველი. ის დონორი სააგენტოების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინვესტორებისგან შემდგარ ინვესტორთა მრავალფეროვან ბაზას მოიცავს. ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინისა და მოლდოვის 19 ბაზარზე ინვესტირებას ენერგიის მოხმარებისა თუ CO2-ის ემისიის შემცირების და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებებით ახორციელებს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე