ელექტრონული კომერციის მხარდაჭერა საქართველოში

საქართველო
ელექტრონული კომერციის მხარდაჭერა საქართველოში

დღეს, როდესაც უმრავლესობა სახლშია და სოციალური დისტანცირების წესებს იცავს, არაერთი მცირე ზომის კომპანია ცდილობს საკუთარი ბიზნესი გადააწყოს და არაერთი ამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირი ბიზნესისათვის დახმარებით ახორციელებს.

ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი სუპერმარკეტი ჯორჯიტაა. კომპანიამ საქმიანობა 2001 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში გახსნა 2 მაღაზია, რომლებიც საყიდლებისათვის თბილისელების საყვარელი ადგილიც გახდა. დღეს კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე ადგილობრივ მაღალი ხარისხის პროდუქტს, ასევე, ონლაინ გაყიდვებს და მიტანის მომსახურებას თბილისში და ქალაქის შემოგარენში. ეს კი განსაკუთრებით დროულია კორონავირუსის პანდემიის დროს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის გუნდმა კომპანიასთან იმუშავა ევროკავშირი ბიზნესისათვის ინიციატივის ფარგლებში. პროექტის მიზანი ელექტრონული პლატფორმის შექმნა იყო.

ადგილობრივი მარკეტინგული კომპანია ჯორჯიტას დაეხმარა გაყიდვების სტრატეგიის დივერსიფიცირებაში, მათ შორის ელექტრონული კომერციის პლატფორმისა და მობილური აპლიკაციის შექმნაში. ყველაფერი დაიწყო კონცეფციის შემუშავებით, რასაც მოყვა დიზაინის პროცესი და პროტოტიპის შექმნა. შემდეგ განვითარდა მონაცემთა ბაზა, კონსულტანტებმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელეს პროგრამირება და დატესტვა.

მობილური ვერსიით სარგებლობა IOS და ანდროიდის მომხმარებლებს შეუძლიათ, ორივე ციფრული პროდუქტი სრულად 2018 წლის შემოდგომაზე ამუშავდა. 

„როდესაც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, ღრმად გვწამდა ციფრული მიმართულების მნიშვნელობის ჩვენს საქმიანობაში. გამართული ელექტრონული კომერცია ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ რაც შეიძლება მეტად მოვრგებოდით ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნებს, ახლა ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია,’’ ამბობს ჯორჯიტას დირექტორი ნანუკა ჭანტურია. 

დარჩი სახლშიჩვენ ვიმუშავებთ შენთვის“ არაერთი კომპანიის სლოგანია დღესმათ შორისაა ჯორჯიტაცახალი ელექტრონული კომერციის პლატფორმა და მომხმარებელზე მორგებული მობილური აპლიკაცია ონლაინ შესყიდვებს უმარტივებს სუპერმარკეტის კლიენტებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის ჯგუფი ეხმარება კომპანიებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაშიევროკავშირი ბიზნესისათვის ინიციატივის მხარდაჭერით, გუნდი მუშაობს კომპანიებთან სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორიცაა ტრანსპორტი, სტუმარმასპინძლობა, საცალო ვაჭრობა და სხვა.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე