ინოვაციები და ელ. ვაჭრობა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს-ფორუმის მთავარი თემებია

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
ინოვაციები და ელ. ვაჭრობა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს-ფორუმის მთავარი თემებია

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-4 ბიზნეს ფორუმზე, რომელიც 2017 წლის 26-27 ოქტომბერს გაიმართება ტალინში, ესტონეთი, ყურადღების ცენტრში იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები, ელექტრონული ვაჭრობა და ციფრული ეკონომიკა.

ფორუმი არის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამიტის წინამორბედი, რომელიც ჩატარდება ბრიუსელში ამა წლის 24 ნოემბერს. ბიზნეს-ფორუმს გახსნის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების (NEAR) საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალჯულეიდი, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს და ღონისძიების ორგანიზატორია.

"ბიზნეს ფორუმზე განხილული იქნება თანამედროვე გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ბიზნეს სამყარო - განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მცირე და საშუალო მეწარმეობას," აღნიშნა სვენ მიკსერმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მაღალჩინოსანი მომხსენებლები

ძირითადი მომხსენებლებია:

  • კატარინა მატერნოვა, DG NEAR-ის გენერალური დირექტორის მოადგილე
  • მაივ რუტი, ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე
  • მაღალი რანგის წარმომადგენლები:

- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD)

- ევროპის ბიზნეს ასოციაციიდან, და

- აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან.

EaP-ის მომხსენებლები იქნებიან წამყვანი ფიგურები:

  • სომხეთის ცენტრალური ბანკიდან
  • რაიფაიზენ-ავალ ბანკიდან, უკრაინა
  • საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატიდან, და
  • ექსპორტიორები და ექსპერტები ელ. მმართველობის საკითხებში უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან.

ევროკავშირის ქვეყნები ასევე წარმოდგენილი იქნება ხელმძღვანელი პირებით, სტარტაპების და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტებით და დარგობრივი ანალიტიკოსებით.

ფართომასშტაბიანი პროგრამა

ფორუმის ოთხი პლენარული სესია დაეთმობა:

  • ელ. მმართველობას და ციფრულ ეკონომიკას
  • ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას, ლოგისტიკას და ელ. ვაჭრობას
  • საერთაშორისო ბიზნესის და ინოვაციების დაფინანსებას და
  • ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ელ. გადაწყვეტებს.
ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე