საერთაშორისო სავაჭრო ცენტრმა პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ ოფიციალურად წარადგინა

საქართველო
საერთაშორისო სავაჭრო ცენტრმა პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ ოფიციალურად წარადგინა

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრმა პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ ოფიციალურად წარადგინა.

2 ივლისს, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრმა (ITC) პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიების მიზანი იყო, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებისთვის აღნიშნული პროექტის ძირითადი მიმართულებებისა და აქტივობების გაცნობა, რომლებიც   ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის შედეგად გამოკვეთილ მნიშვნელოვან მიგნებებზეა დაფუძნებული.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბ-ნი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბ-ნი გენადი არველაძე, ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბ-ნი იანოშ ჰერმანი.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ნოდარ კერესელიძე, ასევე- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლები, პროქეტის ბენეფიციარი კომპანიებისა და  შესაბამისი პროექტების დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ტექნიკური ცოდნის გაზიარება, რომელიც საშუალებას მისცემს ქართულ საექსპორტრო პროდუქციას შეესამებოდეს აღიარებულ სტანდარტებსა და იყოს კონკურენტუნარიანი ევროპის ბაზარზე. სწორად, ამას გულისხმიობს ევროკავშირის ახალი ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო სავაჭერო ცენტრის მიერ განხორციელდება საქართველოში. ეს დაეხმარება არა მარტო ქართველ მწარმოებლებს, არამედ- იმ ინსტიტუტებს,რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რაც ძირითადად, მწარმოებელთა სიმრავლითაა განპირობებული. ექსპორტიორი კომპანიები ნედლეულს სხვადასხვა ფერმერებისგან ყიდულობენ. სამწუხაროდ, ამ გზით წარმოებული პროდუქცია ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს.  პროექტის ფარგლებში  ჩვენ დავეხმარებით კომპანიებს, როგორც უშუალოდ საწარმოო პროცესის გაუმჯობესებაში, ასევე, კონსულტაციებს გავუწევთ ფერმერებს, რათა ავამაღლოთ მათი ცოდნა ევროკავშირის სტანდარტებთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან, ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებსაც, რომლებიც დაკავშირებლია პროდუცქიის ბრენდინგთან, კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებთან და პოტენციურ პარტნიორებთან უკეთესი კომუნიკაციის დამყარებასთან. ჩვენი პროექტის საბოლოო მიზანია საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდას ხელშეეწყბა.“ - განაცხადა აშიშ შაჰმა, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის, ქვეყნების პროგრამების მიმართულების დირექტორმა.

კომპანიების შეფასების შედეგების მიხედვით, მწარმოებლების/ექსპორტიორების 74% უკმაყოფილებას გამოხატავს ნედლეულის დაბალი ხარისხის ან/და რაოდენობის შესახებ. არსებობს სუსტი კავშირები მიწოდების ჯაჭვში და მყიდველების/გამყიდველების ფორმალური ვალდებულებების ნაკლებობა. მწარმოებლების/ექსპორტიორების 64%-ს წარმოება აქვს დატვირთული 50%-ზე ნაკლები სიმძლავრით. მწარმოებლების/ექსპორტიორების 50%-ზე მეტს სჭირდება ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი ან გეგმავენ, რომ განაახლონ არსებული სერტიფიკატები. გამოკითხულთა კომპანიების 36%-მა აღნიშნა თანამედროვე დანადგარების, აღჭურვილობისა და წარმოების ავტომატიზირების ნაკლებობა. ბევრი კომპანია არ სარგებლობს მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტრუმენტებით, მაგალითად საწყობებისა და მიკვლევადობის მენეჯმენტი. გამოკითხული კომპანიების 50%-ზე მეტმა  ხაზი გაუსვა ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაციის, ბიზნეს კავშირების გაძლიერებისა და გამოფენებზე მონაწილეობის ხელშეწყობის საჭიროებას.

ღირებულებათა ჯაჭვის შეფასების შედეგების მიხედვით, მწარმოებლების / ექსპორტიორების გამოხატული საჭირო მხარდაჭერის  და „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივის“ მანდატის მიხედვით, პროექტის ბენეფიციარი კომპანიებისთვის  შეთავაზებულია ხუთი ღირებულებათა ჯაჭვი გაუმჯობესებული მექანიზმებით. კომპანიების ინდივიდუალური განვითარების გეგმების მიხედვით, ყოველ ბენეფიციარ კომპანიისთვის შეირჩევა ინდივიდუალური აქტივობები.

  • კომპანიის განვითარების  ინდივიდუალური გეგმის შემუშავება (ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შეფასება; პროცესის მოდერნიზაციის შეფასება; მიწოდების ჯაჭვის შეფასება, ექსპორტთან დაკავშირებული მარკეტინგული აქტივობების  შეფასება)
  •  ხარისხის მენეჯმენტისა და სერტიფიცირების გაუმჯობესება (ინდივიდუალური კონსულტაციები ხარისხის მენეჯმენტზე; მოსავლის აღების შემდგომი ტრეინინგები თხილის ფერბერებისთვის); შერჩეული კომპანიების სერტიფიცირებაში მხარდაჭერა; )
  • დანადგარებისა და პროცესების მოდერნიზაცია (კონსულტაციები პროცესის მოდერნიზაციის შესახებ; კონსულტაციები საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ; ევროპული დანადგარების მიმწოდებლებთან კავშირების დამყარებაში ხელშეწყობა)
  • ევრიკავშირის ბაზარზე კავშირების გაძლიერება, (ტრეინინგები ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებზე; გამოფენებზე მონაწილეობის ხელშეწყობა; სავაჭრო მისიების ორგანიზება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ)
  • კავშირების გაძლიერება ნედლეულის მიმწოდებლებთან (საპილოტე სქემის განსაზღვრა მოხდება  სხვა დონორ პროექტებთან თანამშრომლობით)

2018 წლის მარტში საერთაშორისო სავაჭრო ცენტრმა დაიწყო პროექტის „მზად ვაჭრობისთვის“ განხორციელება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, იგი მიზნად ისახავს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მათ დაკავშირებას საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრებზე.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე