You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) განაცხადეს, რომ საქართველოში რვა მუნიციპალიტეტი მიიღებს მიზნობრივ მხარდაჭერას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერების ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში. 

M4EG-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტების მიმზიდველობის გაზრდას, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ინვესტორებისთვის. 

ბათუმი და ქუთაისი მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებს შექმნიან და მათ დანერგვას დაიწყებენ, რისთვისაც თითოეული მათგანი 225,000 ევროს მიიღებს. 

რუსთავი, სამტრედია, ფოთი და წყალტუბო ჩაერთვებიან მენტორინგისა და სწავლების ინიციატივაში „ურბანული ხედვა“. შედეგად, თითოეული მუნიციპალიტეტი შეძლებს 60,000 ევროს ოდენობის სასტარტო დაფინანსების მიღებას ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის. 

კიდევ ორი მუნიციპალიტეტი - ბოლნისი და ონი, დაფინანსებას უშუალოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან მიიღებს, ეკონომიკური და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განსახორციელებლად. ბოლნისი მუნიციპალური ბიზნეს-მოდელის გაფართოებაზე იმუშავებს, ხოლო ონი - ადგილობრივი ბიზნეს-კლასტერების განვითარებაზე და ინვესტორთა მოზიდვაზე.

„საქართველოს რეგიონებს განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვთ, თუმცა ამ შესაძლებლობების სრულად ათვისება ჯერაც არ ხდება. “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” პროგრამის მეშვეობით, ევროკავშირი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების განვითარებას პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკური და სოციალური წინსვლის ახალი გზების გამონახვას და ევროკავშირის ქვეყნებში დაგროვებული გამოცდილების გაზიარებას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

ინიციატივას M4EG, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ აფინანსებს ევროკავშირი და მის განხორციელებას უძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). 

გაიგეთ მეტი

პრეს-რელიზი

 

უახლესი ამბები
ge
19.09.2023
ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და შვედეთთან ერთად, TBC ბანკის საშუალებით, უზრუნველყოფს ახალ დაფინანსებას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.
am az ge md ua
17.10.2022
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სათანადო პირობების არმქონე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას აძლიერებენ. სამიზნე ქვეყნებს შორის არიან აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.
ge
30.09.2022
EU4Business–მა გამოაქვეყნა საქართველოს Citizens’ Summary 2022, რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე