ეროვნული კონფერენცია თბილისში: რესურსეფექტიანობა გახდება საქართველოში ბიზნესის წარმატების საწინდარი?

საქართველო
ეროვნული კონფერენცია თბილისში: რესურსეფექტიანობა გახდება საქართველოში ბიზნესის წარმატების საწინდარი?

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Environment ეგიდით „რესურსეფექტიანი და სუფთა წარმოების“ (RECP) შესახებ მიმდინარე აქტივობების ფარგლებში, UNIDO ორგანიზებას უწევს ეეროვნულ კონფერენციას, სახელწოდებით: „რესურსეფექტიანობა გახდება საქართველოში ბიზნესის წარმატების საწინდარი?“. ეროვნულ დონეზე ღონისძიების პარტნიორია „ენერგოეფექტურობის ცენტრი“ (EEC).

ღონისძიება ჩატარდება 2023 წლის 7 და 8 ნოემბერს, ჰიბრიდულ ფორმატში (პირისპირ და ონლაინ), სასტუმროში Biltmore Hotel Tbilisi, ინგლისურ და ქართულ ენებზე (ხელმისაწვდომი იქნება სინქრონული თარგმანი).

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში, მწვანე ეკონომიკური განვითარების სფეროში ჩართული მხარეები, მათ შორის: მთავრობის, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციებისა და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების წარმომადგენლები, ექსპერტები ინჟინერიისა და ენერგეტიკის სფეროებში, აკადემიური წრის წარმომადგენლები და პრაქტიკოსები პროექტებიდან EU4Environment (2019-2024) და EaP GREEN (2013-2017) (RECP კლუბების წევრები, RECP სადემონსტრაციო კომპანიები და RECP ექსპერტები).

კონფერენციის მიზანია, ხაზი გაუსვას და ხელი შეუწყოს მდგრადობას და მწვანე ზრდას საქართველოში მოქმედ საწარმოებში, რა მიზნითაც იგი მოახდენს იმ სარგებელის დემონსტრირებას, რომელსაც უზრუნველყოფს RECP, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამას გარდა, ღონისძიების მონაწილეები შეძლებენ განიხილონ და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ინსტრუმენტების და პროგრამები საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა „გამწვანების“ შესახებ, კონფერენციის ექვსი სესიის ფარგლებში, რომლებიც მოიცავენ შემდეგ თემებს:

  • მწვანე განვითარების მართვის ეროვნული პოლიტიკა და სტრატეგიები;
  • რესურსის ეფექტიანობა პრაქტიკაში, მცირე და საშუალო საწარმოთა საქმიანობის გაუმჯობესება;
  • საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა;
  • პროდუქტის გარემოსდაცვითი ანაბეჭდის და ეკო-იარლიყების მიმოხილვა ევროკავშირის ინიციატივის „ერთი ბაზარი მწვანე პროდუქტებისთვის“, „მდგრადი სახელმწიფო შესყიდვის“, ეკო-ინოვაციისა და სხვა დაკავშირებული ინსტრუმენტების ჭრილში;
  • ტრენინგის და სერტიფიცირების პროგრამები;
  • საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა მწვანე ტრანზიციის დაფინანსება.

ონლაინ ღონისძიების მონაწილეებს ვთხოვთ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ლინკის გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქალბატონ ტატიანა ჩერნიავსკაიას, UNIDO-ს პროექტის მენეჯერი: T.CHERNYAVSKAYA@unido.org.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე