ევროკავშირის ახალი მხარდაჭერა „ევროპულ ფონდს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების გაზრდის მიზნით

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
ევროკავშირის ახალი მხარდაჭერა „ევროპულ ფონდს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების გაზრდის მიზნით

„ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ (EFSE) განცხადება გააკეთა ფონდის გაზრდის შესახებ, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების ხელშეწყობას. ფონდი, ევროკავშირის მხრიდან EU4Business ინიციატივის ფარგლებში გაღებული 44 მილიონი ევროსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხრიდან გაღებული 12 მილიონი ევროს დახმარებით, ახალ L-აქციებს გამოიყენებს ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების გასაზრდელად, კერძოდ ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში.

აღნიშნული დახმარება ევროკავშირმა გამოყო EFSE-ს C-აქციების კლასში 5 მილიონი ევროს დახმარების თანადროულად. საერთო დახმარება 61 მილიონი ევროს ოდენობით ფონდს დაეხმარება, დაზღვეული იყოს ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკისგან, რაც საბოლოოდ დაიცავს ფონდის სამიზნე ჯგუფს – მიკრო და მცირე საწარმოებსა და დაბალშემოსავლიან ოჯახებს – ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებებისგან და დაეხმარება მათ, წვლილი შეიტანონ რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. 

L-აქციების კლასი, რომელსაც მხარს უჭერს დონორი, წარმოადგენს კაპიტალის უნიკალურ ფენას EFSE-ს სტრუქტურაში. L-აქციებამდე EFSE ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტებას ხელს უწყობდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარე ჰეჯირებისა და აქციების სპეციალური ტრანშების არსებობის პირობით. ახალი ტრანში სრულყოფს აღნიშნულ საქმიანობას EFSE-ის საკუთარი საბაზრო ინსტრუმენტით ადგილობრივ ვალუტაში ინვესტიციების სუბიექტების დაკრედიტების ხელშესაწყობად. 

EFSE-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კრისტოფერ ტისკენსმა აღნიშნა: „ევროკავშირი და BMZ უკვე დიდი ხანია EFSE-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. მათ მიერ გაღებული დახმარების წყალობით, დღეს ფონდს გააჩნია მყარი მექანიზმი, რომელიც თანაბრად დაიცავს ინვესტიციების სუბიექტებს და ინვესტორებს ვალუტის კურსის როგორც ზრდისგან, ისე ცვლილებებისგან მაშინ, როდესაც ფონდის მისიის მხარდაჭერა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების ხელშესაწყობად მეწარმეებისათვის მდგრადი მხარდაჭერის გაწევით რეგიონის ეკონომიკის საფუძველია“. 

„EU4Business ინიციატივის მიზანია აღმოსავლეთ სამეზობლოს ეკონომიკის გაძლიერება რეგიონის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მიზანმიმართული დახმარების გზით“, – აღნიშნა კატარინა მატერნოვამ, ევროკომისიის, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ. „ადგილობრივი ფინასური სექტორის შესაძლებლობათა გაფართოება მოცემული საწარმოების მომსახურების სფეროში მათი საკუთარი ვალუტით დაფინანსების ხარჯზე ნიშნავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას როგორც ინსტიტუციონალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. EFSE-ში ჩვენ გვყავს ექსპერტ-პარტნიორი, რომელიც წარმატებით შეძლებს დაგვეხმაროს აღნიშნული ზემოქმედების განხორციელებასა და ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის ორი საკვანძო ელემენტის – ეკონომიკური განვითარებისა და ინსტიტუტების გაძლიერების – რეალიზაციაში.“

კლაუდია ვორნინგმა, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ახლო აღმოსავლეთის, აზიის, ლათინური ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა: „EFSE და BMZ მრავალი წელია ერთობლივად იღვწიან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით, მათ შორის ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების ხელშეწყობის მიმართულებითაც. მაგალითად, 2016 წელს უკრაინაში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ ადგილობრივი ვალუტით გაცემული სესხის საფუძველზე 2600-ზე მეტმა მეწარმემ მიიღო 136,5 მილიონი ევროზე მეტი ღირებულების სესხი ადგილობრივ ვალუტაში. დღეს ახალი L-აქციების კლასის შექმნა კიდევ ერთ ინოვაციურ შესაძლებლობას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ ბიზნესის სტაბილურ განვითარებას რეგიონალურ დონეზე ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკის ბალიშის შექმნით, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ფინანსური სისტემებისა და საწარმოების დაცვას“.

EFSE-ის შესახებ
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი განვითარების ფონდის – ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) – მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა მიკრო და მცირე საწარმოების დაკრედიტებისა და ადგილობრივი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზით. რამდენადაც ფინანსურ მომსახურებაზე წვდომა საკვანძო მნიშვნელობისაა აღნიშნული სეგმენტის განვითარებისთვის, EFSE ორიენტირებულია, დახმარება გაუწიოს ადგილობრივ ფინანსურ სექტორებს, რათა მათ შეძლონ მოცემული სამიზნე ჯგუფის დაფინანსების უზრუნველყოფა პასუხისმგებლობის ქვეშ. ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობასთან ერთად EFSE აძლიერებს გავლენას EFSE-ის განვითარების ფონდის დახმარებით, რომელიც უწევს ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგსა და სხვა არაფინანსურ მხარდაჭერას მეწარმეებსა და დაწესებულებებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE) KfW განვითარების ბანკის (KfW) ინიციატივით შეიქმნა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც პირველი საჯარო-კერძო პარტნიორობა, EFSE კაპიტალს იღებს დონორი სააგენტოებისგან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და კერძო ინსტიტუციონალური ინვესტორებისგან. 

EU4Business

EU4Business ინიციატივა მოიცავს ევროკავშირის ყველა სახის დახმარებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში, რომელშიც გაერთიანებულია ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ექვსი პარტნიორი ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე