OECD-ის ევრაზიის კვირეული - კონკურენტუნარიანობა რეფორმის არსია

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
OECD-ის ევრაზიის კვირეული - კონკურენტუნარიანობა რეფორმის არსია

აღმოსავლური პარტნიორობის ექვსივე ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონს წარმოადგენს და, როგორც ასეთი, მონაწილეობდა პარიზში 22-24 ნოემბერს გამართულ OECD-ის მე-3 ევრაზიულ კვირეულში. ყველა მათგანი OECD-ის კონკურენტუნარიანობის მრგვალი მაგიდის წევრიცაა, რომელიც ასევე შეიკრიბა პარიზის კვირეულზე და რომელიც ერთგვარ ბარომეტრს წარმოადგენს მათ მიერ საკუთარი ეკონომიკის გაძლიერებისათვის რეფორმების განხორციელებისას მიღწეული პროგრესის შესაფასებლად

2000-2015 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) ერთ სულ მოსახლეზე ევრაზიის რეგიონში, რომელიც მოიცავს EU4Business-ის პროგრამაში მონაწილე აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს ქვეყანასაც, სულ მცირე, გაორმაგდა, ხოლო არაერთი ევრაზიული ქვეყანა, რეფორმის წინსვლის თვალსაზრისით, მოწინავე რეფორმატორადაც იქცა მსოფლიო ბანკის უკანასკნელ ანგარიშის ("ბიზნესის წარმოება") ფარგლებში. ეს არის ის პოზიტიური ნიშანი, რომლითაც დაიწყო მისასალმებელი სიტყვა OECD-ის გენერალურმა მდივანმა ანხელ გურიამ 22 ნოემბერს პარიზში გამართულ OECD-ის ევრაზიის კვირეულის გახსნისას.

"წელს რეგიონის ყველა ქვეყანამ განახორციელა ბიზნესის რეგულირების რეფორმები, ხოლო სამი მათგანი მოხვდა მაქსიმალური გაუმჯობესების მაჩვენებელი ქვეყნების ათეულში", აღნიშნა გურიამ. "გარდა ამისა, მიუხედავად მათი მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებისა, ევრაზიის ქვეყნებმა სარგებელი მიიღეს კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, მათ შორის, დაახლოებით უმსხვილეს ბაზრებთან, საყოველთაო განათლებით, ხოლო რამდენიმე მათგანმა - ბუნებრივი რესურსებით სიმდიდრიდან," დაუმატა მან.

თუმცა, გასაკეთებელი ჯერაც ბევრია, რათა დაძლეული იქნას "მნიშვნელოვანი და მედეგი რყევები", რომლებსაც ექვემდებარება ქვეყნები და როგორიცაა სასაქონლო ფასების კლება და რუსეთის და ჩინეთის განვითარების ნელი ტემპი. "ასევე შემცირდა გადარიცხვების ნაკადები, რომლებიც რჩება ზოგიერთი ევრაზიული ქვეყნის შემოსავლის წყაროდ; სახეზე იყო ვალუტის გაუფასურება, ინვესტიციის შემცირება და მოხმარების დონის დაცემა რეგიონის უმეტეს ნაწილში."

ხსენებული გამოწვევების ფონზე ევრაზიის არაერთ ქვეყანას ესაჭიროებოდა ძალისხმევის გაორმაგება სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისათვის და ეფექტური და ინოვაციური პოლიტიკის წარმოება მათი განვითარების ძირითად სფეროებში.

თუმცა, გასული ათწლეულების განმავლობაში, რეგიონი გაცილებით მეტად ინტეგრირებული გახდა მსოფლიო ეკონომიკაში, ხოლო "დაკავშირებადობა" რეფორმის პრიორიტეტების არსად იქცა - დაამატა მან: "რთული დაკავშირებადობა" ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, თუმცა, "მარტივი დაკავშირებადობა" სავაჭრო პოლიტიკის თვალსაზრისით და ნაკლები სიმძიმე ოფიციალურ პროცედურებს ესაზღვრება. კონკურენციის უფრო მაღალი დონე, სამუშაო ძალის ბაზრის რეფორმები და ეკოლოგიაზე ორიენტირებული ეკონომიკა იყო ის სფეროები, რომლებიც უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს რეგიონის უკეთ ჩართვასთან ერთად, განაცხადა ბ-ნმა გურიამ.

კონკურენტუნარიანობის მრგვალი მაგიდა დაფუძნდა 2013 წელს, როგორც ერთობლივი პლატფორმა OECD-ის წევრებსა და ევრაზიის პარტნიორ ქვეყნებს შორის საექსპერტო შეფასების მიზნით, OECD-ის კონკურენტუნარიანობის პროგტამის ფარგლებში.

OECD-ის ევრაზიული კვირეულის განმავლობაში დადგა ბელარუსის ჯერი საექსპერტო შეფასებისათვის წარმოედგინა უკანასკნელი რეფორმები SME-ის შესაძლებლობების გასაფართოებლად ბიზნესის განვითარების მომსახურების მდგრადი ბაზრის საშუალებით. ამასობაში, OECD-ის ექსპერტები აწარმოებდნენ მოლდოვას მცდელობების "მონიტორინგს", გაეუმჯობესებინა SME-ის წვდომა დაფინანსებასა და ბიზნესის განვითარების მომსახურებაზე, რაც გულისხმობს პირველადი შეფასებიდან სამი წლის მანძილზე მის მიერ მიღწეული პროგრესის მიმოხილვასა და რეკომენდაციას.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე