100-ზე მეტი ქალაქი გაწევრიანდა პროექტში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
100-ზე მეტი ქალაქი გაწევრიანდა პროექტში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

20 ივნისს კიევში უკრაინის 20 ქალაქის ჩართვის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში მერები ეკონომიკური განვითარებისთვის (M4EG) გაწევრიანებული ქვეყნების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.

ხელმოწერის ცერემონიალი ჩატარდა კიევის მერიაში M4EG-ის საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრის მსვლელობაში, რომელსაც ესწრებოდნენ ეროვნული მთავრობების და აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციების, ევროკომისიის DG NEAR და DG REGIO წარმომადგენლები, ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციები და მსოფლიო ბანკი.

2016 წლის ოქტომბერში დაიწყო 10 მილიონი ევროს მოცულობის ევროკავშირის ინიციატივა M4EG, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ადგილობრივი მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. მისი საერთო მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მერებისა და მუნიციპალიტეტებისადმი დახმარების გაწევა იმ კუთხით, რომ ისინი გახდნენ ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის აქტიური კოორდინატორები.

2017 წლის იანვრიდან ტექნიკური დახმარების გაწევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გახდა შესაძლებელი M4EG სამდივნოს მეშვეობით. პროექტის პირველი შედეგები მოიცავს „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ პროექტის კონცეფციის შემუშავებას და მის გავრცელებას ყველა მონაწილე ქვეყანას შორის.

ადგილობრივ ადმინისტრაციებსა და მერიებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" პროექტში წევრობისთვის, თუ ისინი მზად არიან მიიღონ M4EG სახელმძღვანელო პრინციპები, რათა ხელი შეუწყონ ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას; იმუშაონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტების შემუშავებაზე; და განახორციელონ ისინი M4EG სამდივნოს ხელმძღვანელობით და მხარდაჭერით.

აპრილში დაიწყო განაცხადების კონკურსი საპილოტე პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც აჩვენებს, თუ რამდენად შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმებში გათვალისწინებული კონკრეტული ქმედებები. განაცხადების კონკურსმა „მერები ეკონომიკური ზრდის პიონერული პროექტებისათვის“, რომელიც დაიხურა განაცხადების შეტანისთვის 2017 წლის 31 მაისს, შეაგროვა საერთო ჯამში რეგიონიდან 164 განაცხადი.

გაიგეთ მეტი ინიციატივის შესახებ.

გაიგეთ მეტი განაცხადების კონკურსის შესახებ.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე