მზად ვაჭრობისთვის: სამუშაო შეხვედრა ექსპორტის ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის შესახებ

საქართველო
მზად ვაჭრობისთვის: სამუშაო შეხვედრა ექსპორტის ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის შესახებ

26-27 ნოემბერს, Eu4business ინიციატივის ფარგლებში საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) მიერ ორგანიზებული მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ტრენინგს, რომლის ძირითად თემას საექსპორტო პროდუქციის ხარისხის მართვა და სურსათის უვნებლობა წარმოადგენდა, პროექტის ბენეფიციარი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის მიზანი, პროექტში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებისთვის ხარისხის მენეჯმენტის კუთხით ცოდნის ამაღლება და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო , რაც შემდგომში მათ პროდუქციას დაეხმარება საბაზრო მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. ტრენინგზე ძირითადი აქცენტები  ისეთ საკითხებზე კეთდებოდა, როგორიცაა ხარისხის კონცეფციები, საჯარო და კერძო სტანდარტები, ტექნიკური რეგულაციები და SPS ზომები, სხვადასხვა ტიპის მართვის სისტემები, ტექნიკური მოთხოვნების ინფორმაციული წყაროების ანალიზი და ა.შ.

სამუშაო შეხვდრის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული დავალებები, თუმცა ტრენინგის ინტერაქციული ფორმატიდან გამომდინარე, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემები და საკითხები თავადაც შემოეთავაზებინათ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ორგანიზატორების მხრიდან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ბენეფიციარი კომპანიების წარმომადგენლებთან,  რათა უფრო კონკრეტულად განეხილათ ხარისხის მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.

პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის“ მიზნად ისახავს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ  ქვეყნებს შორის მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მათ დაკავშირებას საერთაშორისო ბაზრებზე.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე