საქართველოში გაიხსნა DCFTA-ს საიტი

საქართველო
საქართველოში გაიხსნა DCFTA-ს საიტი

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ერთობლივად გახსნეს ახალი საინფორმაციო პორტალი DCFTA-ს საკითხებთან დაკავშირებით.

საიტს მართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საიტი შემუშავდა ევროკავშირის GIZ პროექტის „მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით. ვებგვერდი ამოქმედდა 19 ივნისიდან და უზრუნველყოფს დაწვრილებით ინფორმაციას DCFTA-ს ყველა ასპექტის შესახებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარუდგინა ვებგვერდი სტუმრებს, მათ შორის მინისტრებს და მინისტრების მოადგილეებს, გერმანიის ელჩს დოქ. ჰაიკე ფაიჩს, საქართველოს ბიზნეს საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

GIZ-ის პროგრამის დირექტორმა, კატია კამერერმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში გერმანია მხარში ედგა საქართველოს განვითარების გზაზე და GIZ ამაყობს, რომ დღეს უკვე შეუძლია ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ხელი შეუწყოს DCFTA-დან სარგებლის მიღებაში.

ახალი ვებგვერდი მოიცავს ყველა საკითხს, რაც დაკავშირებულია DCFTA-სთან და ამასთანავე, კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას იძლევა. მასზე განთავსებულია პრაქტიკული, საკანონმდებლო და სხვა შესაბამისი ინფორმაცია მეწარმეებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შენიშვნები ან რჩევები გაუგზავნონ შესაბამის უწყებებს DCFTA-ს ფარგლებში შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით.

პროექტი „მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და DCFTA საქართველოში“ თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ. პროექტს GIZ ახორციელებს. პროექტი ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში და ახალ მარეგულირებელ გარემოსთან შეგუებაში, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ (DCFTA) შექმნა. ეს პროექტი ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ნაწილია, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს DCFTA-დან სარგებლის მიღებაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესის ცოდნისა და უნარების ამაღლების და მსგავსი საწარმოებისთვის ფინანსებზე უკეთესი წვდომის მხარდაჭერით.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე