ვაჭრობის ხელშეწყობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორიბის შემდეგ ქვეყნებს შორის: მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და უკრაინა.
ტექსტილის სექტორის სასწავლო ვიზიტი
თუ თქვენ წარმოადგენთ ტექსტილის სექტორში მომუშავე მცირე ან საშუალო ბიზნესს, რომელიც ფუნქციონირებს აღმოსავლეთ პარტნიორიბის წევრ რომელიმე ქვეყანაში, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა ისწავლოთ საერთაშორისო ექსპერტებისგან, დაუკავშირდეთ სხვა მეწარმეებს და გააფართოვოთ თქვენი ბიზნეს ჰორიზონტი.
ტექსტილის სექტორის სასწავლო ვიზიტი - ინიციატივის შესახებ
ეს არის განსაკუთრებული ინიციატივა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს ხუთი დღის ვადით გაემგზავრონ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამოცდილების მიღების მიზნით. ეს წარმომადგენლებს ხელს შეუწყობს ბიზნეს შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში.
ტექსტილის სექტორის სასწავლო ვიზიტი ინტეგირირებულია საერთაშორისო სავაჭრო გამოფენასთან ერთად. ვიზიტის განმავლობაში ინიციატივის მონაწილეები, როგორც გამოფენაში ჩართული პირები, აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას გამოფენაში, დაესწრებიან B2B შეხვედრევს ევროკავშირში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და ეწვევიან ამ ბიზნესებს. იცით რა არის საუკეთესო რამ? ინიციატივაში მონაწილეობა სრულიად უფასოა.
რა უპირატესობა აქვს ინიციატივაში მონაწილეობას?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნეს შესაძლებლობებისა და ღირებული კავშირების გაფართოება: მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ მრავალი ბიზნეს შესაძლებლობა და გაეცნონ უფრო ფართო ბაზარს. ამ ინიციატივაში ჩართვით, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს შეუძლიათ დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები და გააფართოონ საკუთარი ბიზნეს ჰორიზონტი ევროკავშირში.
- პოტენციური მომხმარებლებისგან პირდაპირი უკუკავშირი: მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გამოფენაზე დამსწრე პოტენციური მომხმარებლებისგან მიიღებენ თავიანთ სამუშაოზე და პროდუქტებზე პირდაპირ უკუკავშირს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დახვეწონ შეთავაზებები და უფრო ეფექტურად დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნები.
- ახალი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენა: დარგის ექსპერტებთან, პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა მცირე და საშუალო ბიზნესებს აძლევს ახალ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას. ეს პირველი გამოცდილება მათ საშუალებას მისცემს იყვნენ ინოვაციური და კონკურენტუნარიანი მუდმივად განვითარებად ბიზნეს ლანდშაფტში.
ღონისძიების დეტალები:
- ვინ: ტექსტილის სექტორში მომუშავე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის 30 წარმომადგენელი
- სად: MOMAD Fashion Fair. მადრიდი, ესპანეთი
- როდის: 2024 წლის 12-16 სექტემბერი
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 16 ივნისი
არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან. მოგვმართეთ ახლავე და განავითარეთ თქვენი ტექსტილის ბიზნესი.
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: