ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაცვლის წარმატებულ სქემაში მონაწილეობა გაფართოვდა

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაცვლის წარმატებულ სქემაში მონაწილეობა გაფართოვდა

აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვეთი, უკრაინა) ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ევროკავშირში ტრენინგის ვიზიტები გაფართოვდა უკანასკნელი წლის მანძილზე ვიზიტების წარმატებით ჩატარების შემდეგ.

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან გადიან ტრენინგს ევროკავშირის პარტნიორებთან 2016 წლის აგვისტოდან. ამავდროულად, ევროკავშირის ექსპერტებიც ასევე ჩავიდნენ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში კურსების ჩასატარებლად.

ამჟამად ვიზიტებში მონაწილეობაზე განაცხადების შეტანის და მათი დასრულების ბოლო ვადა გახანგრძლივდა. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შეუძლიათ გაცვლის მიზნით განაცხადის შეტანა 2017 წლის 15 ივნისამდე, ხოლო თვით ვიზიტების შესრულება შესაძლებელია 2017 წლის 15 ივლისამდე.

ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ტრენინგის პროგრამები

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაცვლა წარმოებს East Invest 2 პროექტის ფარგლებში. მოცემული ვიზიტები მოიცავს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგის პროგრამებს, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ ვაჭრობის პალატებს, თანამშრომელთა ფედერაციებს, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციებს, ბიზნესის და პროფესიულ ასოციაციებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ ინვესტირების განვითარების, ვაჭრობის ხელშეწყობის ან მცირე და საშუალო ბიზნესის კომუნიკაციის სფეროში.

თემები მოიცავს წევრობას და სერვისებს, დაფინანსების და საბუღალტრო საქმიანობას, რეგიონალურ განვითარებას, სტრატეგიას და კომუნიკაციას.

პროგრამა დაყოფილია ორ კომპონენტად:

  1. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები გაივლიან ტრენინგს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებში ევროკავშირის ქვეყნებში და
  2. ევროკავშირის ექსპერტები ვიზიტით ეწვევიან აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს ტრენინგის ჩასატარებლად.

2016 წლის აგვისტოში გაცვლითი ტრენინგის დაწყებიდან აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების შვიდი წარომადგენელი ვიზიტით ეწვია მათ კოლეგებს ევროკავშირში, ხოლო ტრენინგების სამი მისია ჩატარდა ევროკავშირის ექსპერტების მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში.

როგორ უნდა მოხდეს განცხადების შეტანა

დამატებითი ინფორმაცია და განცხადების ფორმები იხილეთ აქ:

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე