You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

საქართველოს კვებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს

თებერვლის დასაწყისში, მეფრინველეობის კომპანიის ჩირინას მენეჯმენტი მნიშვნელოვანი თარიღისათვის ემზადებოდა: დაგეგმილი იყო 14 ახალი ბროილერ ფერმის გახსნა, რაც წარმოების მოცულობის 50 პროცენტით ზრდას უზრუნველყოფს.  პროექტის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი.  

ახალი კორონავირუსის პანდემიამ ამ გეგმების ცვლილება გამოიწვია, თუმცა ამან მენეჯმენტი ვერ შეაჩერა, რომ კომპანიას გაძლიერებული მოცულობით დაეწყო ოპერირება მაშინ, როცა ადგილობრივი წარმოება ასეთ მნიშვნელობას იძენს.

ჩირინა ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა საქართველოს კვებით ინდუსტრიაში, რომელიც თავს იწონებს უახლესი ტექნოლოგიებით, ოპერაციული ეფექტიანობით და შრომისმოყვარე თანამშრომლებით.

მოკლედ ჩირინაზე

ჩირინას ისტორია 2007 წელს იწყება, როცა განათლებით ბიოლოგი რევაზ ვაშაკიძე დაბრუნდა უცხოეთიდან საქართველოში და გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმეში.

დღეს ჩირინას მიერ წარმოებული ქათმის ხორცპროდუქტები შეადგენს შიდა მოხმარების 40 პროცენტს, ხოლო წარმოების 60 პროცენტს. ისტორიულად, ეს სექტორი გაჯერებულია იმპორტული პროდუქციით. თუმცა ჩირინას წარმოების ზრდასთან ერთად იმპორტი მცირდება.

„ჩირინა არის ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო, რომელიც აერთიანებს წარმოების სრულ ჯაჭვს: ნედლეულიდან ქათმის ხორცპროდუქტამდე. ადგილობრივი წარმოება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კვებით ინდუსტრიაში, განსაკუთრებით კრიზისის დროს,“ ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წარმოების მთელ ხაზს ვაკონტროლებთ, გაცილებით მარტივად შეგვიძლია ვუპასუხოთ ცვალებად მოთხოვნებს, უკეთ ვაკონტროლოთ ხარისხი და ვუპასუხოთ გამოწვევებს.“

კომპანიის მონაცემებით, ბიუ-ბიუ ბრენდის ნედლი ქათმის ჯიხურებს ყოველდღიურად 16,000 ადამიანი სტუმრობს.

ევრობანკმა ჩირინასთან თანამშრომლობა წლების წინ დაიწყო ერთობლივი პროექტით, რომელიც საერთაშორისო მრჩევლების ჩართულობას ითვალისწინებდა. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.

ჩირინა გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ევრობანკის Blue Ribbon პროგრამას შემოუერთდა. შარშან ბანკმა €4 მილიონ ევროს სესხით მხარი დაუჭირა 14 ახალი ბროილერ ფერმის პროექტის განხორცილებას-ამავე პროექტმა ისარგებლა DCTA-ს მცირე და საშუალო საწარმოების პირდაპირი დაფინანსების პროგრამით, რომელიც თანა-დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

„მოხარულები ვართ რომ კრიზისის პირობებში მოვახერხეთ წარმოების გაზრდა. ყოველდღე ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ წარმოება არ შეჩერდეს, და ჩვენი მომხმარებლების მოლოდინები არ გავაცრუოთ. ამისათვის, ისინი დიდ მადლობას იმსახურებენ. ჩვენის მხრივ, ვითვალისწინებთ, ყველა რეკომენდაციასა და მოთხოვნას და განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას“ ამბობს რევაზ ვაშაკიძე

ჩირინა არის მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში, დღეს კომპანიაში 450 თანამშრომელზე მეტია დასაქმებული.

უახლესი ამბები
ge
19.09.2023
ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და შვედეთთან ერთად, TBC ბანკის საშუალებით, უზრუნველყოფს ახალ დაფინანსებას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.
am az ge md ua
17.10.2022
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სათანადო პირობების არმქონე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას აძლიერებენ. სამიზნე ქვეყნებს შორის არიან აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.
ge
30.09.2022
EU4Business–მა გამოაქვეყნა საქართველოს Citizens’ Summary 2022, რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე