EU4Business ინიციატივის ფარგლებში EIB ჯგუფი ხელს აწერს პირველ საგარანტიო ხელშეკრულებებს საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
EU4Business ინიციატივის ფარგლებში EIB ჯგუფი ხელს აწერს პირველ საგარანტიო ხელშეკრულებებს საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდმა (EIF) - ერთობლივად EIB ჯგუფმა - პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან პირველი საგარანტიო ხელშეკრულებები გააფორმა. ხელშეკრულებების მიზანია საქართველოში, მოლოდვეთსა და უკრაინაში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსება EU4Business ინიციატივის ფარგლებში. შეთანხმება ითვალისწინებს 100 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას.

გაფორმებული ხელშეკრულებები ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქმედ პროკრედიტ ბანკებს საშუალებას მისცემს ხელი შეუწყონ ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს, თითოეულ სესხზე 70%-იანი გარანტიის გაცემას, დაფინანსების ხელსაყრელ პირობებს, მათ შორის, გირაოზე შემცირებულ მოთხოვნას. ახალი საგარანტიო გარიგება უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოების დამატებით დაფინანსებას, რაც საბოლოო ჯამში საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში სამუშაო ადგილებს და ახალ ბიზნეს შესაძლებლობების შექმნის. გარანტიები ფინანსდება ევროკავშირის მიერ, სამეზობლო საინვესტიციო ფონდის საშუალებით, EU4Business ინიციატივის კონტექსტში.

EIB ჯგუფი ევროკავშირთან შეთანხმებით იმ ქვეყნებში მოქმედებს, რომლებმაც ასოცირების შეთანხმება გააფორმეს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვეთის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს გაეწევა ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა. EU4Business ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი აღმოსავლეთ პატნიორობის ქვეყნებში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებითა და ადგილობრივი ბიზნესისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევით. 

ვაზილ ჰუდაკი, EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინასა და საქართველოს კურატორი: „მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა EIB ჯგუფის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციებსა და დასაქმებას. ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორ - პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან გაფორმებული ეს საგარანტიო ხელშეკრულებები დაგვეხმარება კავშირი დავამყაროთ იმ ქვეყნებში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებთან, რომლებმაც ასოცირების შესახებ შეთანხმებები გააფორმეს ევროკავშირთან, ასევე გავზარდოთ მნიშვნელოვანი გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობა ახალი პროექტების შექმნის და უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად.“ 

ალექსანდერ სტაბი, EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი, მოლდავეთის კურატორი: „მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გაძლიერების მიზნით EIB ჯგუფის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, მთლიანი შიდა პროდუქტის მიღებაზე მცირე საწარმოების წილის ზრდის კუთხით. მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რაც გულისხმობს საშუალო კლასის შემდგომ განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას და გაზრდის მოქალაქეების ცხოვრების დონეს.“ 

ჰუბერტ კოტონი, ევროპის საინვესტიციო ფონდის მანდატების მართვის დეპარტამენტის უფროსი: „ეს EIB ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან გაფორმდა პირველი საგარანტიო ხელშეკრულებები, რომლებსაც EIB და EIF ერთობლივად განახორციელებენ საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, ეს გარიგებები აღნიშნულ ქვეყნებში ბიზნესის მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს იმ დროს, როდესაც ფინანსების ხელმისაწვდომობა კვლავ უმთავრეს საზრუნავად რჩება მრავალი კომპანიისთვის. "

ბორისლავ კოსტადინოვი, პროკრედიტ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევვრი: „ჩვენ ვამაყობთ, რომ პროკრედიტ ბანკი წარმოადგენს ბანკების პირველ ჯგუფს, რომელმაც საგარანტიო ხელშეკრულებები გააფორმა EU4Business ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში, მოლდავეთსა 

და უკრაინაში საქმიანობისთვის. ამ ქვეყნებში ჩვენს ბანკს მჭიდრო ურთიერთობა აქვს მცირე და საშუალო საწარმოებთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გარანტიები ხელს შეუწყობს ამ სექტორის მოდერნიზაციაში შემდგომი ინვესტიციების განხორციელებას".

IFrame

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე