You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ინიციატივის შესახებ

შეფასების შედეგად, ევროკავშირის მიერ საქართველოსა და მოლდოვასთან გაფორმებული „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების“ დადებითი და უარყოფითი შედეგები შეისწავლება. აღნიშნული ევროკავშირის მიერ თითოეულ ქვეყანასთან დადებული  ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილია.

კვლევა შეაფასებს იმ გავლენას, რომელიც ამ სავაჭრო შეთანხმებებს ჰქონდა თითოეული ქვეყნის ვაჭრობასა და ეკონომიკაზე, ზოგადად, საზოგადოებაზე, დასაქმებულებზე, ადამიანის უფლებებსა და გარემოზე. ამასთან, შეისწავლება გავლენა მცირე ბიზნესსა და მომხმარებლებზე.

უკუკავშირის პერიოდი:

3 თებერვალი, 2020 – 2 აპრილი, 2020 (24:00, ბრუსელის დროით)

უკუკავშირის 4 კვირის განმავლობაში მიიღება. გამოხმაურება გათვალისწინებული იქნება ინიციატივის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფილი მოდელის შექმნის თვალსაზრისით. კომისია მიღებულ უკუკავშირს ანგარიშის სახით შეაჯამებს და განმარტავს, თუ როგორ მოხდება შესაფერისი იდეების ინტეგრირება, ან, რატომ არ იქნება შესაძლებელი ზოგიერთი წინადადების გათვალისწინება. მიღებული უკუკავშირი, რომელიც უკუკავშირის წესებს უნდა აკმაყოფილებდეს, ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://ec.europa.eu/info/law/better-regulation/have-your-say/initiatives/12086-Ex-post-evaluation-of-the-EU-Georgia-and-the-EU-Moldova-DCFTA-Agreements

უახლესი ამბები
am az by ge md ua
17.10.2022
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სათანადო პირობების არმქონე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას აძლიერებენ. სამიზნე ქვეყნებს შორის არიან აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.
ge
30.09.2022
EU4Business–მა გამოაქვეყნა საქართველოს Citizens’ Summary 2022, რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ ძირითად შედეგებს მიმოიხილავს.
ge
15.09.2022
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ საქართველოში ვიზიტისას ორ ქართულ ბანკთან ადგილობრივი მცირე ბიზნესისთვის სესხების გაცემის თაობაზე ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე