2 მაისს რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა (EBRD), ევროკავშირმა და თიბისი ბანკმა ხელი მოაწერს ხელშეკრულებას სესხების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დაეხმარება ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს, გააუმჯობესოს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში (DCFTA), რომელიც შეიქმნა სქართველოს და ევროკავშირის მიერ.
ხელშეკრულება დააფინანსებს 100 მლნ აშშ დოლარის სესხებს ადგილობრივ ვალუტაში (ლარში), რაც მოიცავს შემდეგს:
- 60 მლნ აშშ დოლარი მცირე და საშუალო საწარმოების მიერ DCFTA მოთხოვნების შესრულებაში დასახმარებლად;
- 20 მლნ აშშ დოლარი, რათა EBRD „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა გაეწიოს ქართულ კომპანიებს, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ან ფლობენ ქალი მეწარმეები და
- 20 მლნ აშშ დოლარის ქართულ ლარში ექვივალენტის საკრედიტო ხაზი დაეთმობა სხვა ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს
გარდა ამისა, ევროკავშირს გამოყოფილი აქვს 19 მლნ ევრო EU4Business ინიციატივის ფარგლებში საინვესტიციო გრანტების, ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის დასაფინანსებლად, რათა გაიზარდოს ადგილობრივი ბანკების მცირე და საშუალო ბიზნესზე სესხების გაცემასთან დაკავშირებული რისკების გაწევის უნარი.
რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი და ევროკავშირი, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზზე, პირდაპირ სესხებზე და საკონსულტაციო მომსახურებაზე წვდომის შეთავაზებით, სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერენ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს. აღნიშნული ხელს უწყობს მას, გააუმჯობესოს პროდუქციის ხარისხი და მოახდინოს საკუთარი მომსახურების მოდერნიზაცია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზღვრებს გარეშე ვაჭრობასა და ეკონომიკურ ზრდას საქართველოში.
თიბისი ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში და მას გააჩნია 135 მლნ აშშ დოლარის აქტივების უდიდესი ბაზა ბანკებს შორის. ის მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებას, საიდანაც ფინანსდება ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების 40%.
„გრძელვადიანი დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში უმნიშვნელოვანესია ქართული საფინანსო სექტორისათვის, ჩვენ კი გვეამაყება, რომ ასეთი კომპლექსური ტრანზაქციის ბენეფიციარები ვართ,“ – განაცხადა თიბისი ბანკის პრეზიდენტმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.