ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში 40+ პროექტის მეშვეობით
13.12.2023
31.12.2026
პროექტის მიზნები - ხელი შეუწყოს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და ინკლუზიურ, მდგრად განვითარებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გაძლიერებით, ფირმების მწვანე ტრანსფორმაციის მხარდაჭერით, ინოვაციების ხელშეწყობით და სარისკო კაპიტალის განვითარებით.
11.11.2023
10.11.2027
პროექტის მიზნები - ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გაზრდილი ექსპორტის ხელშეწყობა ევროკავშირში (პირველ რიგში), ასევე ევროპის ქვეყნების ბაზრებზე. ღირებულებათა ჯაჭვის საექსპორტო პოტენციალით გაძლიერება და გაზრდა.
23.10.2023
07.07.2027
პროექტის მიზნები - კრეატიულ ინდუსტრიებში (CI), განსაკუთრებით რეგიონებში, მდგრადი განვითარებისა და დასაქმების წახალისება შესაძლებლობების შექმნის, კავშირების შეძენისა და თანამშრომლობის ხელშეწყობით.
14.09.2023
14.09.2028
პროექტის მიზნები - ძირითადი სესხი FIF EaP Women-in-Business-ის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. WiB სესხი გაიცემა და ეხმარება ისეთ მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებს საქართველოში, რომელთაც ჰყავთ ქალი დამფუძნებელი ან ხელმძღვანელი.
31.08.2023
31.08.2030
პროექტის მიზნები - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, მათ შორის მეწარმეები სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში, ბიზნესები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები და ახალგაზრდები.
30.08.2023
07.11.2026
პროექტის მიზნები - ციფრული ინსტრუმენტების ჩართვა მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში; მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება ბიზნესის ციფრულ ფორმატზე გადასაყვანად საჭირო ინვესტიციების განსახორციელებლად.
05.05.2023
15.03.2028
პროექტის მიზნები - Crystal MFI-ში ძირითადი სესხი ადგილობრივ ვალუტაში (ლარში). პროექტი მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასესხო პორტფელების განვითარებას.
20.04.2023
31.01.2029
პროექტის აღწერა - ინიციატივა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გაზარდოს ქალთა მეწარმეობა და ჩართულობა ბიზნესში, როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ ბიზნესის განვითარების სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებით.
01.01.2023
31.12.2025
პროექტი ფინანსდება საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამიდან (ENPARD – საქართველო), კონკრეტულად მისი მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში.
21.12.2022
21.03.2025
პროექტის აღწერა - ევროკომისიის (EC) დაკვეთით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ განხორციელებული რეგიონული პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში მდგრადი და თანაბარი ეკონომიკური ზრდის მოდელების ცვლილებასა და ხელშეწყობას.
09.12.2022
08.02.2025
პროექტის მიზნები - სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება; ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ღირებულების ჯაჭვების განვითარების ან/და გაფართოების ხელშეწყობა; სოფლებში სამიზნე ჯგუფებისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესება პროფესიული განათლების მეშვეობით; სამიზნე რეგიონებში სოფლის განვითარების ხელშეწყობა.
09.12.2022
08.12.2025
პროექტის აღწერა - პროექტი მწვანე გურია მიზნად ისახავს სოფლის განვითარებისა და დემოკრატიის გაძლიერებას საქართველოს გურიის რეგიონში, განსაკუთრებით ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.