ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში 40+ პროექტის მეშვეობით
დასაწყისის თარიღი:
11.11.2023
დამთავრების თარიღი:
10.11.2027
პროექტის მიზნები - ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გაზრდილი ექსპორტის ხელშეწყობა ევროკავშირში (პირველ რიგში), ასევე ევროპის ქვეყნების ბაზრებზე. ღირებულებათა ჯაჭვის საექსპორტო პოტენციალით გაძლიერება და გაზრდა.
დასაწყისის თარიღი:
23.10.2023
დამთავრების თარიღი:
07.07.2027
პროექტის მიზნები - კრეატიულ ინდუსტრიებში (CI), განსაკუთრებით რეგიონებში, მდგრადი განვითარებისა და დასაქმების წახალისება შესაძლებლობების შექმნის, კავშირების შეძენისა და თანამშრომლობის ხელშეწყობით.
დასაწყისის თარიღი:
14.09.2023
დამთავრების თარიღი:
14.09.2028
პროექტის მიზნები - ძირითადი სესხი FIF EaP Women-in-Business-ის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. WiB სესხი გაიცემა და ეხმარება ისეთ მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებს საქართველოში, რომელთაც ჰყავთ ქალი დამფუძნებელი ან ხელმძღვანელი.
დასაწყისის თარიღი:
31.08.2023
დამთავრების თარიღი:
31.08.2030
პროექტის მიზნები - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, მათ შორის მეწარმეები სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში, ბიზნესები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები და ახალგაზრდები.
დასაწყისის თარიღი:
30.08.2023
დამთავრების თარიღი:
07.11.2026
პროექტის მიზნები - ციფრული ინსტრუმენტების ჩართვა მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში; მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება ბიზნესის ციფრულ ფორმატზე გადასაყვანად საჭირო ინვესტიციების განსახორციელებლად.
დასაწყისის თარიღი:
05.05.2023
დამთავრების თარიღი:
15.03.2028
პროექტის მიზნები - Crystal MFI-ში ძირითადი სესხი ადგილობრივ ვალუტაში (ლარში). პროექტი მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასესხო პორტფელების განვითარებას.
დასაწყისის თარიღი:
20.04.2023
დამთავრების თარიღი:
31.01.2027
პროექტის აღწერა - ინიციატივა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გაზარდოს ქალთა მეწარმეობა და ჩართულობა ბიზნესში, როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ ბიზნესის განვითარების სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებით.
დასაწყისის თარიღი:
01.01.2023
დამთავრების თარიღი:
31.12.2025
პროექტი ფინანსდება საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამიდან (ENPARD – საქართველო), კონკრეტულად მისი მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში.
დასაწყისის თარიღი:
09.12.2022
დამთავრების თარიღი:
08.12.2025
პროექტის აღწერა - პროექტი მწვანე გურია მიზნად ისახავს სოფლის განვითარებისა და დემოკრატიის გაძლიერებას საქართველოს გურიის რეგიონში, განსაკუთრებით ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
დასაწყისის თარიღი:
14.04.2022
დამთავრების თარიღი:
14.04.2027
პროექტის მიზნები - Covid -19-ით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოების დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
დასაწყისის თარიღი:
22.12.2021
დამთავრების თარიღი:
30.06.2030
პროექტის მიზნები - მთავარი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიკრო, მცირე, საშუალო და საოჯახო ბიზნესის მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ უფლება, მიიღონ გონივრული დაფინანსება, ადგილობრივ ვალუტაში.
დასაწყისის თარიღი:
31.12.2020
დამთავრების თარიღი:
30.12.2035
პროექტის მიზნები - მექანიზმი ემსახურება დოკუმენტის ზოგად მიზნებს, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, დაკრედიტების გაუმჯობესებული პირობებით და მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის პირველადი ზარალის გარანტიების მიწოდებით.