ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ხელშეწყობა ევროკავშირის საქართველოს სამიზნე რეგიონებში

პროექტის აღწერა

პროექტის აღწერა - GIZ-ის მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ეკონომიკური და სოციალური აქტივობების ხელშეწყობას. CESL მხარს უჭერს ურბანულ განვითარებას, ასევე ტურიზმის სფეროს გაძლიერებასა და შემოსავლის მიღების სხვადასხვა გზების შექმნას რათა უზუნველყოს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ეროვნული დეცენტრალიზაციისა და ინკლუზიური ზრდის მიზნების შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1-ლი გვერდი.

პროექტის მიზნები

პროექტის მიზნები - პროექტის კონკრეტული მიზანია PIRDP რეგიონებში უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების, ბიზნესების და მოქალაქეების მიერ ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის გამოყენება. მოსალოდნელი შედეგები შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტების მიერ გამოუყენებელი ტერიტორიების ათვისება და მოქმედ რესურსად გარდაქმნა, შემოსავლების გენერირება, ეკონომიკური აქტივობის კატალიზაცია და ინსტიტუციების გაძლიერება გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით სარგებლობის წასახალისებლად.

განმახორციელებელი პარტნიორი

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე