პროექტის აღწერა
პროექტის აღწერა - პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს კლასტერების შექმნის და მხარდაჭერის გზით და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის მიზნით ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ასევე, მუნიციპალიტეტებში სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უფრო კონკურენტუნარიანი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის გზით, დასაქმების გაზრდით და ინვესტიციების მოზიდვით. პროექტი ფოკუსირებულია სამ ძირითად ჯგუფზე: ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე, რეგიონულ და მუნიციპალურ დაწესებულებებში მომუშავე პირებზე და ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზნები - პროექტი, ონის მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით, მიზნად ისახავს შექმნას ორი ბიზნეს კლასტერი, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები მინიმუმ 15 წევრით, გააუმჯობესოს მათი შესაძლებლობები, განახორციელოს საპილოტე პროექტები ქვეგრანტების მეშვეობით და აქციოს ონი უფრო მიმზიდველ ქალაქად პოტენციური ინვესტორებისთვის.
განმახორციელებელი პარტნიორი
- ონის მუნიციპალიტეტი